ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე - ხვიჩა კვარაცხელიამ პატრიარქზე საუბრისას ემოცია ვერ შეიკავა
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ჩელსი“-პსჟ-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, შეხვედრის შემდეგ Geo Team-თან ემოციურად ისაუბრა.
ხვიჩამ „სტემფორდ ბრიჯზე“ გატანილი გოლი აშრაფ ჰაკიმთან ერთად ტრადიციული ჟესტით არ აღნიშნა, რამაც პსჟ-ს მაროკოელი მცველი გაოცებული დატოვა.
„არც მინდოდა მუხლებზე გასრიალება, მაგრამ იმდენად ჩართული ვიყავი თამაშში და თავს იმდენად ემოციურად ვგრძნობდი. ქართველ ხალხს ამის გამო ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე. ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულე. მიჭირს საუბარი. ილია მეორე ჩვენი სულიერი მამა იყო. ვეღარაფერს ვიტყვი, ამაზე გავჩერდეთ,“ - ემოცია ვერ შეიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ.
სხვა სიახლეები
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება
13.07.2026.17:48
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.
პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.