მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

RAF-ის უდიდესი ღონისძიება წარმატებით ჩატარდა l შალვა გოგოლაძე

news image
mbc image

RAF-ის უდიდესი ღონისძიება წარმატებით ჩატარდა - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

„თამამად შეიძლება ითქვას და თითოეულ ქართველს შეუძლია იამაყოს იმით რომ საქართველო დღესდღეობით მსოფლიოში არის ჰაბი დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარების. რად ღირს მარტო იმის თქმად რომ წლევანდელ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ და უნდა ვუმასპინძლოთ ჯამში 32 მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატს სხვადასხვა სპორტის სახეობაში. შარშან იყო 25 ეგეთი ღონისძიება საქართველოში და იმიტომ ვთქვი რომ თითოეული ქართველისთვის საამაყოა როდესაც ესეთი პატარა ქვეყანა ასეთი მასშტაბის და ასეთი სპორტული ფედერაციების დიდ ფორუმებს მასპინძლობს. არ არსებობს მსოფლიოში დღესდღეობით რომ გადახედოთ, კი რა თქმა უნდა ატარებენ უფრო მეტად დიდ ჩემპიონატებსაც, მაგრამ ერთდროულად ამდენ ღონისძიებას იღებდე ეგეთი რამე არსად არ რსებობს ასეთი პატარა ქვეყანა. მართალი თქვით, მე ზუსტად ორი დღის უკან მქონდა ფედერაციასთან ერთად წარდგინება ჩვენი ქვეყნისა და მაგიდის ჩოგბურთში 2029 წელს მასპინძლობის უფლება მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ახალგაზრდული. ეს არის ყველაზე მასშტაბური, დაახლოებით 1500 მონაწილეა მარტო თუ არ ჩავთვლით კიდევ იმას დამატებული მწვრთნელები, წარმომადგენლები, ამ ასაკში ბევრი მოყვება მშობელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი რამაა ჩვენი ქვეყნისთვის. მოკლედ გეტყვით წლევანდელი წლის ღონისძიებებს: მარტის თვეში ჩვენ ვუმასპინძლეთ ახალგაზრდურ ევროპის ჩემპიონატს ფარიკაობაში, სადაც ჩვენი ურუშაძე გახდა ევროპის ჩემპიონი, აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა ძიუდოს და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში. ძალოსნობა იყო ბათუმში და ძიუდო იყო თბილისში. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ძიუდოს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავდა რომ თითოეული ღონისძიების წინ ის უკავშირდებოდა თითოეულ ფედერაციას, თხოვდა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას და თქვა რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ დამირეკია არცერთი ქვეყნისთვის ეს იყო საქართველო და აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტმა ევროპულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ყველაზე მეტმა მსოფლიო თუ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ეს იყო რეკორდული და რეკორდული იყო ჩვენი მონაგებიც იმიტომ ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ. ამას მოყვა კარატეს და სამბოს ჩემპიონატი ბათუმსა და თბილისში, ევროპის ჩემპიონატი ქალთაშორის ჭადრაკში, მსოფლიო ჩემპიონატი რომელიც რამოდენიმე დღის უკან დასრულდა რაგბის. წყალსათხილამურო ევროპის ჩემპიონატი რომელიც 24-26 ივლისის მასშტაბით ახლა დაიწყება და აღდგენილი არის 35 წლიანი ისტორია. RAF-ის უდიდესი ღონისძიება, რომელიც ახლა ჩატარდა წარმატებით მინდა გითხრათ თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს და შემდგომში მოგვდის პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აცხადებს შალვა გოგოლაძე

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image მერაბ დვალიშვილი UFC-ის სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა

25.10.2026.00:47

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა.

აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, რომელმაც ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

5-რაუნდიანი ბრძოლა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე" გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა