სანდრო მამუკელაშვილმა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა
ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს მიმდინარე სეზონში თავისი ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისი „ტორონტო“ „ბოსტონ სელტიქს“ შეხვდა და ანგარიშით 96:112 დამარცხდა, ქართველმა ფორვარდმა კი თანაგუნდელ ბრენდონ ინგრამის მსგავსად ტორონტოელთაგან ყველზე მეტი - 24 ქულა დააგროვა.
აქამდე მამუკელაშვილის ყველაზე კარგი შედეგი 23 ქულა იყო, რომელიც მან 22 ნოემბერს, ვაშინგტონთან მოგებულ შეხვედრაში დააგროვა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია
20.05.2026.14:24
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს.
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს (21:00), რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს (20:00), ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - ნიდერლანდური „ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).