საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-ის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით | 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ლევან ჯიქია | საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-ის გადახდების მართვის დეპარტამენტის მთავარი კომერციული ოფიცერი
თინათინ ნადარეიშვილი | „ბაზარი ვერას“ თანადამფუძნებელი
ნინო ცირეკიძე | „ბაზარი ვერას“ თანადამფუძნებელი
მარიამ თავბერიძე | „ჰამოს“ დამფუძნებელი
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
23.10.2026.08:01
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 30 ევროს ეკვივალენტი ლარში. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელის შესახებ შემდეგი მონაცემების მითითებაა სავალდებულო:
მნიშვნელოვანია, რომ შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად ემთხვეოდეს ბილეთის მფლობელის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ მონაცემებს.
შეძენილი ბილეთები მომხმარებლებს BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მატჩამდე ორი დღით ადრე გაეგზავნებათ.
სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.