საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.
ნაკრები დღეს თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს, დღესვე მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კი ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს. ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად სოფიაში საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. ბულგარეთში ეროვნულ გუნდს „მტკ ბუდეპაშტის“ 27 წლის მცველი ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.
ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ხვალ 18 ნოემბერს სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
სხვა სიახლეები
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება
08.09.2026.13:19
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის ძირითადი ეტაპი იღებს სტარტს. ტურნირის პირველი ეტაპის გახსნის დღეს 6 მატჩი ჩატარდება, მათ შორის ყველაზე ხმამაღალი მადრიდის „რეალისა“ და მილანის „ინტერის“ დაპირისპირება იქნება.
ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდებიან „აეკი“ და „ლასკი“; „ბრიუგე“ და „ასტონ ვილა“, „პორტუ“ და „მანჩესტერ სიტი“, „ლილი“ და „რეალ ბეტისი“.
ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.