საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო პარაგრაფს შორის თანამშრომლობა ერთი წლით გახანგრძლივდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო პარაგრაფს შორის თანამშრომლობა ერთი წლით გახანგრძლივდა.
შეთანხმების თანახმად, სასტუმრო პარაგრაფი 2026 წელსაც იქნება ეროვნული ნაკრების სახლი.
სასტუმრო Paragraph Freedom Square Luxury Collection Hotel-ი საქართველოს ნაკრების ყველა საშინაო შეკრებას 2025 წლიდან მასპინძლობს.
გაბრიელა დიტეტოვა (Paragraph Freedom Square Luxury Collection Hotel-ის კლასტერ გენერალური მენეჯერი): „პირველ რიგში, ძალიან გვიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი Paragraph Freedom Square Luxury Collection Hotel-ზე გააკეთა. ჩვენ ვართ Marriott International-ის ქსელის ნაწილი და მაღალი დონის სერვისს წარმოვადგენთ, ამიტომ ძალიან დიდი პატივია ნაკრების მასპინძლობა.
როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმატებით წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე, ჩვენც, როგორც საერთაშორისო ბრენდი, ვცდილობთ თბილისი მოვაქციოთ ტურისტებისა და მომხმარებლების ყურადღების ცენტრში და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოპულარიზაციას.
ეს მართლაც შესანიშნავი პარტნიორობაა და ძალიან გვიხარია, რომ კმაყოფილი ხართ Paragraph Freedom Square-ში თქვენი ყოფნით და შეგვიძლია შემოგთავაზოთ უმაღლესი ხარისხის სერვისი“.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
23.10.2026.08:01
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 30 ევროს ეკვივალენტი ლარში. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელის შესახებ შემდეგი მონაცემების მითითებაა სავალდებულო:
მნიშვნელოვანია, რომ შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად ემთხვეოდეს ბილეთის მფლობელის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ მონაცემებს.
შეძენილი ბილეთები მომხმარებლებს BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მატჩამდე ორი დღით ადრე გაეგზავნებათ.
სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.