საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა | ევრო 2026 - ხორვატია 2:2 საქართველო
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. ხორვატიის წინააღმდეგ არენა რიგაზე ჩატარებული მატჩი ფრედ — 2:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩში მე-6 წუთზე დაწინაურდა. ვახტანგ ჯვარაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ხორვატებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს. ჩვენი გუნდის მეორე გოლი ვახტანგ კეკელიამ გაიტანა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე, ალი ასლანი დასახელდა, რომელმაც ხორვატიის წინააღმდეგ 33 დარტყმა მოიგერია, მათ შორის 38-ე წუთზე დანიშნული პენალტი.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით და გადამწყვეტ მატჩს საქართველოს ნაკრები 28 იანვარს კაუნასში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.
სხვა სიახლეები
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება
08.09.2026.13:19
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის ძირითადი ეტაპი იღებს სტარტს. ტურნირის პირველი ეტაპის გახსნის დღეს 6 მატჩი ჩატარდება, მათ შორის ყველაზე ხმამაღალი მადრიდის „რეალისა“ და მილანის „ინტერის“ დაპირისპირება იქნება.
ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდებიან „აეკი“ და „ლასკი“; „ბრიუგე“ და „ასტონ ვილა“, „პორტუ“ და „მანჩესტერ სიტი“, „ლილი“ და „რეალ ბეტისი“.
ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.