საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შესარჩევ ციკლს საქართველო ბულგარეთთან გასვლითი შეხვედრით დაასრულებს. მატჩი სოფიაში, 18 ნოემბერს, 23:45-ზე გაიმართება. ბულგარეთი ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია და ცხადია, ამ ეტაპის დასრულებას დადებითი განწყობით ველოდებით.
ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ვილი სანიოლი ნაკრებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, ნოემბრის მატჩები შემდეგი შესარჩევი ციკლის სამზადისი იქნება.
შეგახსენებთმ რომ ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში 15 ქულით ესპანეთი ლიდერობს. თურქეთი 12 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო ვილი სანიოლის გუნდი ამ ეტაპზე 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ბოლო ადგილს ბულგარეთი იკავებს, რომელსაც ქულა კვლავ არ მოუპოვებია.
„უზომოდ მოტივირებული ჩანს ჩინებულ ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ოქტომბრის თამაშებს, ასევე ტრავმის გამო, 100%-იანი მზადყოფნით ვერ შეხვდა. ხვიჩას თქმით, ამჟამად იგი გაცილებით კარგ ფორმაში იმყოფება და გულშემატკივართან მიმართებაში მთელი ნაკრები უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. “მომავალი წლისთვის მზადებას ახლა ვიწყებთ”, - აღნიშნა პარი სენ-ჟერმენის შემტევმა.
“ყველაზე მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს - სამომავლოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როცა ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, დაცვაში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო”,- მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება
13.07.2026.17:48
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.
პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.