საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, გუნდის ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილი იქნება.
გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ის ბოლო მატჩს ნაკრების მაისურით ივნისში, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
სხვა სიახლეები
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება
13.07.2026.17:48
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.
პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.