მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სასტუმრო პარაგრაფ თბილისი 2025 წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება

news image
mbc image

14 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო პარაგრაფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

შეთანხმების ფარგლებში, სასტუმრო პარაგრაფ თბილისი 2025 წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება. 

ხელშეკრულებას სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და სასტუმრო პარაგრაფ თბილისის ფინანსურმა დირექტორმა, ამირან მსუქნიშვილმა მოაწერეს. 

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „პირველ რიგში მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სასტუმრო პარაგრაფ თბილისს. დღეს უკვე ოფიციალურად, სასტუმრო პარაგრაფი ჩვენი პარტნიორი გახდა და ეროვნული ნაკრების მასპინძელი სახლი სწორედ ეს სასტუმრო იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც მათთვის, ისე ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც, ამ ეტაპზე, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება". 

ამირან მსუქნიშვილი (პარაგრაფ თბილისის ფინანსური დირექტორი): "პარაგრაფ თბილისისთვის დიდი პატივია საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მასპინძლობა. ვუსურვებთ წარმატებებს ჩვენს საამყო გუნდს"

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

27.11.2026.18:33

საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ათენში გამართული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 88:92.

განსაკუთრებით დრამატული გამოდგა შეხვედრის დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრის ბოლო 11 ქულა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. შენგელიამ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა, ხოლო რიდმა გუნდს 30 ქულა მოუტანა. მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა დუდა სანაძემაც (13 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ამ გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მეექვსე მოგება მოიპოვა და ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გააგრძელებს.

საქართველოს ბანკი განაგრძობს სპორტის განვითარებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და გუნდების გვერდით დგომა, რომლებიც საკუთარი შრომით, თავდადებითა და შედეგებით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.

საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა