მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სასტუმრო პულმანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა

news image
mbc image

27 დეკემბერს, სასტუმრო პულმანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა.

წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 2024 წელს ქართული ფეხბურთში მიღწეულ წარმატებებს. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ისტორიულ, სადებიუტო ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე და ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ლევან კობიაშვილმა ისაუბრა ქალთა ეროვნული და ასაკობირვი ნაკრებების პროგრესის შესახებ.

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მათ სამახსოვრო მაისურები გადასცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

ქალთა ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, მათ შორის, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გასვლისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი.

GFF Awards 2024-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად კი, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა. 

გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწერა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით,  ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო აზალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა. საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს - 50 ათასი ლარი. გარდა ამისა, ყველა გამარჯვებულს გადაეცა კოკა-კოლას საკოლექციო ბოთლი. 

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19

2024 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი

2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - საბა გოგლიჩიძე

2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე

2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე

2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი მამარდაშვილი

GFF Awards 2024 - ხმის მიცემის შედეგები

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

27.11.2026.18:33

საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ათენში გამართული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 88:92.

განსაკუთრებით დრამატული გამოდგა შეხვედრის დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრის ბოლო 11 ქულა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. შენგელიამ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა, ხოლო რიდმა გუნდს 30 ქულა მოუტანა. მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა დუდა სანაძემაც (13 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ამ გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მეექვსე მოგება მოიპოვა და ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გააგრძელებს.

საქართველოს ბანკი განაგრძობს სპორტის განვითარებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და გუნდების გვერდით დგომა, რომლებიც საკუთარი შრომით, თავდადებითა და შედეგებით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.

საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა