SMH Global-მა La Gazzetta dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა - ინტერვიუ SMH Global-ის დამფუძნებელ ლაშა მაჭავარიანთან
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოშიც განაახლა. კომპანიამ ორი წლის უწყვეტი თანამშრომლობისა და ევროპული მედიის სტანდარტების დაცვის შედეგად შეძლო შეთანხმების მიღწევა, რის შედეგადაც La Gazzetta Dello Sport Georgia აქტიურად აშუქებს ქართული სპორტის მოვლენებს, ეროვნული ნაკრების მატჩებსა და საერთაშორისო ტრანსფერებს.
2026 წელს მთავარი პრიორიტეტი მსოფლიო სპორტის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ყველა სპორტული მიღწევის მაქსიმალურად აუდიტორიამდე მიტანა იქნება. დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia SMH Global-ის დამფუძნებელს, ლაშა მაჭავარიანს ესაუბრა.
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოშიც განაახლა - რას ნიშნავს და როგორ იქნა მიღწეული აღნიშნული?
La Gazzetta Dello Sport Georgia-ს ვებგვერდის, LaGazzetta-ს და შესაბამისი სოციალური არხების ჩაშვების დღიდანვე, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ იტალიურ მხარესთან, უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს, რაც გულისხმობს ევროპული მედიის სტანდარტის დაცვასა და მსოფლიო ბრენდის ინდივიდუალიზმის გათვალისწინებას. ორი წლის პროდუქტიულმა მუშაობამ და აღნიშნული მიდგომების წრამატებით განხორციელებამ, იტალიური და ქართული მხარის კმაყოფილებამ, შესაძლებელი გახადა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, განახლებულიყო ფრანჩაიზი საქართველოზეც. SMH Global - სთვის ეს რა თქმა უნდა, ახალი ეტაპია, რომელსაც ჩვეული პროფესიონალიზმითა და მაღალი სტანდარტით გავაგრძელებთ და ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს აუდიტორიას.

როგორია La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პოზიციები ბაზარზე და ამასთან, როგორ აფასებთ ინტერესს მკითხველების მხრიდან, რამდენად მზარდია ეს ნაწილი?
განვლილმა ორმა წელმა და ჩვენს მიერ წარმოებულმა კვლევებმა შესაძლებლობა მოგვცა განვსაზღვროთ მიზნობრივი აუდიტორიის ინტერესი და რა თქმა უნდა, რაც არის მედიის ფუნდამენტი, ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. ამ დროისთვის, შემიძლია ამაყად გითხრათ, რომ La Gazzetta Dello Sport Georgia ქართულ სპორტულ მედიასივრცეში იკავებს გამორჩეულ ადგილს, რაც განპირობებულია თანმიმდევრული მუშაობით, აღნიშნული გამოიხატება ვებგვერდის მრავალმხრივი პროდუქტითა და მრავლისმომცველი ექსკლუზიური სიახლეებით. მოგეხსენებათ, ვებგვერდი LaGazzetta და ჩვენი სოციალური მედიის არხები სპორტის ყველა სახეობას აშუქებს, გვაქვს სპეციალური პრიზები საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მოთამაშეებისთვის, ასევე ჩვენ მკითხველს შესაძლებლობა აქვს პირველმა გაიგოს მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე მოვნელები და რა თქმა უნდა, სატრანსფერო სიახლეები. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ასაკისა და გემოვნების ტიპის აუდიტორიისთვის, მიმდინარე მოვლენებთან ერთად მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ სპორტული ისტორიების გახსენებას და ასევე ჩვენი მკითხველისთვის სპეციალური გათამაშებები გვაქვს.
როგორ აფასებთ 2025 წელს და რა ძირითად წარმატებულ მიმართულებებს გამოყოფთ?
2025 წელი ვებგვერდმა, LaGazzetta-მ და Gazzetta-ს სოციალური მედიის არხებმა აქტიურად და მთავარი ექსკლუზივით დაიწყო, რაც ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ში ტრანსფერს გულისხობს, რასაც მოჰყვა ხვიჩას სადებიოტო მატჩის პარიზიდან გაშუქება და ქართველმა ტალანტმა LaGazzetta-ს და Gazzetta-ს სოციალური მედიის აუდიტორიას პარიზული შთაბეჭდილებები გაუზიარა. მთელი წლის განმავლობაში ადგილიდან ვაშუქებდით ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყველა მატჩს. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ დატვირთული და წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის და მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა პირველს გაეგო ქართველების ყველა გამარჯვება. აღსანიშნავია, საქართველოში გამართული ტურნირები, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში და ქართველი გულშემატკივრის წინაშე სანდრო ბაზაძის ისტორიული გამარჯვება, აღნიშნულ მოვლენებს ჩვენი აუდიტორია დეტალურად ეცნობოდა. ასევე, ჩვენ გამუდმებით ვწერთ ინტერვიუებს სპორტსმენბთან და სპორტში მოღვაწე სხვა მნიშვნელოვან ფიგურებთან.
როგორია 2026-ის გეგმები და პრიორიტეტები?
უკვე დავიწყეთ მუშაობა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად. მოგეხსენებათ, მსოფლიო სპორტის მთავარი მოვლენა წელს სწორედ ეს არის. 2026 წელი დაეთმობა ჩვენ მთავარ მიზანსა და ამოცანას, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა ფედერაციასთან იმისათვის, რომ ყველა სპორტულ მიღწევას, პოპულარულ თუ ნაკლებ პოპულარულ სპორტულ სახეობაში, დავუთმოთ დრო, მოხვდეს La Gazzetta dello Sport Georgia-ს ვარდისფერ ფურცლებზე, ასევე ჩვენი სოციალური ქსელების არხებზე და მივიდეს აუდიტორიამდე.
სხვა სიახლეები
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - შალვა გოგოლაძე
20.07.2026.17:14
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
„პირველი სპორტის სამინისტროს შექმნისთანავე თუ რამე გავაკეთეთ ეს იყო კვლევა და აუცილებელი იყო ეს კვლევა იმისთვის რომ დიაგნოზი დაგვსვა ზუსტი და გვცოდნოდა რა მიმართულებით უნდა გვემუშავა და სპორტის ძირითადი პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო და ჩავატარეთ ძალიან სრულყოფილი კვლევა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც მოგვცა ყველა მიმართულებით თითოეულ პრობლემაზე დასკვნა. ერთ-ერთი ჩართულობის და ცნობადობის ამაღლების ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება. რატომ უნდათ ახალგაზრდა თაობას რომ სპორტში ჩავიდნენ ეს ემყარება კვლევას, რომელიც არის ძალიან საინტერესო თითოეულ რეგიონში ჩაშლილი.
მეორე მიმართულება ეს არის საერთაშორისო წარმატებები და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები პირველ-მეორე ნაწილს ინაწილებენ, რითაც ხდება ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლება და ჩართულობა. მე აღვნიშნე, რომ აპრილის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ოთხმა ძიუდოისტმა ოქრო მოიპოვა, ორმა ვერცხლი. სავსე იყო სპორტის სასახლე 10 000 კაციანი თითოეული ქართველის გამოსვლაზე და რა თქმა უნდა ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც თითოეულ ჩვენ გმირს ესწრება და უყურებს თუ როგორ ხდება ჩემპიონი და როგორ ხდება პოპულარული თითოეულ ახალგაზრდას სჭირდება. თქვენ გინახავთ ხვიჩა კვარაცხელიამ რამხელა ეფექტი მოახდინა ფეხბურთის გავლენის კუთხით და როგორი ჩართულობაა, იგივე ლაშა ბექაურის ჩემპიონობამ და თითოეულის გამოსვლა იმ თაობაში ალბათ საათობით სჭირდებათ რამოდენიმე მეტრის გადაადგილებას იმიტომ რომ თითოეულ ახალგაზრდას სურვილი აქვს მასთან ერთად სურათი გადაიღოს, თითოეულ ახალგაზრდას რა თქმა უნდა სურვილი აქვს რომ მისნაირი ჩემპიონი იყოს. რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ეს დიდი სპორტული ფორუმები და ღონისძიებები, სადაც ადგილზე ხდებიან ჩემპიონები კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ მიმართულებით ჩართულობას.
მე წეღან რა ღონისძიებებიც დავასახელე იმიტომ ვთქვი რომ თბილისსა და ბათუმში. თბილისი და ბათუმი ამ ეტაპზე გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალრიცხოვანი ჩამოსული ჩვენი წარმომადგენელი დავაბინაოთ. რეალურად 700-800 მონაწილეზე ნაკლები არ ჩამოდის უკვე საქართველოში. მინიმუმ 600 მარტო სპორტსმენი რეგისტრირდება ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ამიტომ სასტუმროები ერთ-ერთი მოთხოვნაა. სასტუმროც არ უნდა იყოს ნახევარ საათზე მეტად დაცილებული სპორტულ დიდ სასახლესთან. შესაბამისად, ბათუმის სასტუმროები და თბილისის არსებული სასტუმროები გვაძლევს იმის საშუალებას რომ დიდ ფორმებს ვუმასპინძლოთ. მათ შორის მინდა აღვნიშნო რომ ახლა იწყება თელავში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი. იქ რამოდენიმე გუნდს თელავი უკვე იღებს და შესაბამისად ბოლო 2-3 წელიწადია თელავი არის ეპიცენტრი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა ხელბურთში. გორში გვაქვს სურვილი რომ დიდი ღონისძიება გავაკეთოთ. იქ ერთი სასტუმრო Gori Inn არის რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ მცირემასშტაბიანი ევროპის ჩემპიონატი ან რაღაც მსოფლიო თასზე გორსაც მივაღებინოთ მონაწილეობა.
ამ ორ მილიარდიან პროექტში ვიწყებთ ქუთაისში ახალი 5000-იანი სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს დამატებით საშუალებას იმისა რომ უკვე ქუთაისიც გავხადოთ ამ ჰაბის ერთ-ერთ ნაწილად, სადაც დიდ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პოპულარიზაცია და ზოგადად ეს სიკეთე მივიტანოთ რეგიონებშიც და რეგიონის მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორ ჩამოდიან მათ ქვეყანაში მაღალი კლასის სპორტსმენები და მინდა აღვნიშნო ქუთაისზე რომ ქუთაისმა და თბილისმა მიიღო რაგბის 20 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი წინა თვეს და ძალიან მაღალ დონეზე იქნა ნამასპინძლარი. უბრალოდ 5-4 გუნდს მასპინძლობს ესეთი რეგიონები, გარდა ბათუმისა და თბილისისა”, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.