სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობაში მონაწილეობა კლუბებმა მიიღეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართული ორდღიანი ვორქშოფი დასრულდა. ღონისძიება UEFA-ს პროგრამა UEFA GROW-ის ჩართულობით გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სესიებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მომდევნო წლების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
სამუშაო სესიის მეორე დღეს სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელებმა. ვორქშოფი სფფ-ის მენეჯმენტთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა.
ორდღიან ვორქშოფს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori მასპინძლობდა. სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის პროცესში მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა
25.10.2026.00:47
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა.
აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, რომელმაც ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
5-რაუნდიანი ბრძოლა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე" გაიმართა.