თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მსოფლიოში დიდი სპორტული ღინისძიებების ჰაბია - შალვა გოგოლაძე
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მსოფლიოში დიდი სპორტული ღინისძიებების ჰაბია - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
„თამამად შეიძლება ითქვას და თითოეულ ქართველს შეუძლია იამაყოს იმით რომ საქართველო დღესდღეობით მსოფლიოში არის ჰაბი დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარების. რად ღირს მარტო იმის თქმად რომ წლევანდელ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ და უნდა ვუმასპინძლოთ ჯამში 32 მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატს სხვადასხვა სპორტის სახეობაში. შარშან იყო 25 ეგეთი ღონისძიება საქართველოში და იმიტომ ვთქვი რომ თითოეული ქართველისთვის საამაყოა როდესაც ესეთი პატარა ქვეყანა ასეთი მასშტაბის და ასეთი სპორტული ფედერაციების დიდ ფორუმებს მასპინძლობს. არ არსებობს მსოფლიოში დღესდღეობით რომ გადახედოთ, კი რა თქმა უნდა ატარებენ უფრო მეტად დიდ ჩემპიონატებსაც, მაგრამ ერთდროულად ამდენ ღონისძიებას იღებდე ეგეთი რამე არსად არ რსებობს ასეთი პატარა ქვეყანა. მართალი თქვით, მე ზუსტად ორი დღის უკან მქონდა ფედერაციასთან ერთად წარდგინება ჩვენი ქვეყნისა და მაგიდის ჩოგბურთში 2029 წელს მასპინძლობის უფლება მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ახალგაზრდული. ეს არის ყველაზე მასშტაბური, დაახლოებით 1500 მონაწილეა მარტო თუ არ ჩავთვლით კიდევ იმას დამატებული მწვრთნელები, წარმომადგენლები, ამ ასაკში ბევრი მოყვება მშობელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი რამაა ჩვენი ქვეყნისთვის. მოკლედ გეტყვით წლევანდელი წლის ღონისძიებებს: მარტის თვეში ჩვენ ვუმასპინძლეთ ახალგაზრდურ ევროპის ჩემპიონატს ფარიკაობაში, სადაც ჩვენი ურუშაძე გახდა ევროპის ჩემპიონი, აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა ძიუდოს და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში. ძალოსნობა იყო ბათუმში და ძიუდო იყო თბილისში. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ძიუდოს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავდა რომ თითოეული ღონისძიების წინ ის უკავშირდებოდა თითოეულ ფედერაციას, თხოვდა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას და თქვა რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ დამირეკია არცერთი ქვეყნისთვის ეს იყო საქართველო და აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტმა ევროპულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ყველაზე მეტმა მსოფლიო თუ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ეს იყო რეკორდული და რეკორდული იყო ჩვენი მონაგებიც იმიტომ ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ. ამას მოყვა კარატეს და სამბოს ჩემპიონატი ბათუმსა და თბილისში, ევროპის ჩემპიონატი ქალთაშორის ჭადრაკში, მსოფლიო ჩემპიონატი რომელიც რამოდენიმე დღის უკან დასრულდა რაგბის. წყალსათხილამურო ევროპის ჩემპიონატი რომელიც 24-26 ივლისის მასშტაბით ახლა დაიწყება და აღდგენილი არის 35 წლიანი ისტორია. RAF-ის უდიდესი ღონისძიება, რომელიც ახლა ჩატარდა წარმატებით მინდა გითხრათ თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს და შემდგომში მოგვდის პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.
სხვა სიახლეები
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - შალვა გოგოლაძე
20.07.2026.17:14
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
„პირველი სპორტის სამინისტროს შექმნისთანავე თუ რამე გავაკეთეთ ეს იყო კვლევა და აუცილებელი იყო ეს კვლევა იმისთვის რომ დიაგნოზი დაგვსვა ზუსტი და გვცოდნოდა რა მიმართულებით უნდა გვემუშავა და სპორტის ძირითადი პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო და ჩავატარეთ ძალიან სრულყოფილი კვლევა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც მოგვცა ყველა მიმართულებით თითოეულ პრობლემაზე დასკვნა. ერთ-ერთი ჩართულობის და ცნობადობის ამაღლების ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება. რატომ უნდათ ახალგაზრდა თაობას რომ სპორტში ჩავიდნენ ეს ემყარება კვლევას, რომელიც არის ძალიან საინტერესო თითოეულ რეგიონში ჩაშლილი.
მეორე მიმართულება ეს არის საერთაშორისო წარმატებები და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები პირველ-მეორე ნაწილს ინაწილებენ, რითაც ხდება ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლება და ჩართულობა. მე აღვნიშნე, რომ აპრილის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ოთხმა ძიუდოისტმა ოქრო მოიპოვა, ორმა ვერცხლი. სავსე იყო სპორტის სასახლე 10 000 კაციანი თითოეული ქართველის გამოსვლაზე და რა თქმა უნდა ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც თითოეულ ჩვენ გმირს ესწრება და უყურებს თუ როგორ ხდება ჩემპიონი და როგორ ხდება პოპულარული თითოეულ ახალგაზრდას სჭირდება. თქვენ გინახავთ ხვიჩა კვარაცხელიამ რამხელა ეფექტი მოახდინა ფეხბურთის გავლენის კუთხით და როგორი ჩართულობაა, იგივე ლაშა ბექაურის ჩემპიონობამ და თითოეულის გამოსვლა იმ თაობაში ალბათ საათობით სჭირდებათ რამოდენიმე მეტრის გადაადგილებას იმიტომ რომ თითოეულ ახალგაზრდას სურვილი აქვს მასთან ერთად სურათი გადაიღოს, თითოეულ ახალგაზრდას რა თქმა უნდა სურვილი აქვს რომ მისნაირი ჩემპიონი იყოს. რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ეს დიდი სპორტული ფორუმები და ღონისძიებები, სადაც ადგილზე ხდებიან ჩემპიონები კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ მიმართულებით ჩართულობას.
მე წეღან რა ღონისძიებებიც დავასახელე იმიტომ ვთქვი რომ თბილისსა და ბათუმში. თბილისი და ბათუმი ამ ეტაპზე გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალრიცხოვანი ჩამოსული ჩვენი წარმომადგენელი დავაბინაოთ. რეალურად 700-800 მონაწილეზე ნაკლები არ ჩამოდის უკვე საქართველოში. მინიმუმ 600 მარტო სპორტსმენი რეგისტრირდება ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ამიტომ სასტუმროები ერთ-ერთი მოთხოვნაა. სასტუმროც არ უნდა იყოს ნახევარ საათზე მეტად დაცილებული სპორტულ დიდ სასახლესთან. შესაბამისად, ბათუმის სასტუმროები და თბილისის არსებული სასტუმროები გვაძლევს იმის საშუალებას რომ დიდ ფორმებს ვუმასპინძლოთ. მათ შორის მინდა აღვნიშნო რომ ახლა იწყება თელავში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი. იქ რამოდენიმე გუნდს თელავი უკვე იღებს და შესაბამისად ბოლო 2-3 წელიწადია თელავი არის ეპიცენტრი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა ხელბურთში. გორში გვაქვს სურვილი რომ დიდი ღონისძიება გავაკეთოთ. იქ ერთი სასტუმრო Gori Inn არის რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ მცირემასშტაბიანი ევროპის ჩემპიონატი ან რაღაც მსოფლიო თასზე გორსაც მივაღებინოთ მონაწილეობა.
ამ ორ მილიარდიან პროექტში ვიწყებთ ქუთაისში ახალი 5000-იანი სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს დამატებით საშუალებას იმისა რომ უკვე ქუთაისიც გავხადოთ ამ ჰაბის ერთ-ერთ ნაწილად, სადაც დიდ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პოპულარიზაცია და ზოგადად ეს სიკეთე მივიტანოთ რეგიონებშიც და რეგიონის მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორ ჩამოდიან მათ ქვეყანაში მაღალი კლასის სპორტსმენები და მინდა აღვნიშნო ქუთაისზე რომ ქუთაისმა და თბილისმა მიიღო რაგბის 20 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი წინა თვეს და ძალიან მაღალ დონეზე იქნა ნამასპინძლარი. უბრალოდ 5-4 გუნდს მასპინძლობს ესეთი რეგიონები, გარდა ბათუმისა და თბილისისა”, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.