თბილისის გრანდ სლემი 2025 დაიწყო - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია
21-23 მარტს თბილისში ჯუდოში, გრანდ სლემის ტურნირი იმართება, რომელშიც მონაწილეობას 52 ქვეყნის 385 ჯუდოკა იღებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს თბილისის გრანდ სლემზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.
საქართველოს თბილისის გრანდ სლემის ფარგლებში 37 ჯუდოკა წარადგენს, მათ შორის:
კაცები
-60 კგ
-66 კგ
-73 კგ
-81 კგ
90 კგ
-100 კგ
+100 კგ
ქალები
-48 კგ
-52 კგ
-57 კგ
-63 კგ
-70 კგ
+78 კგ
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.
სხვა სიახლეები
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
27.11.2026.18:33
საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ათენში გამართული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 88:92.
განსაკუთრებით დრამატული გამოდგა შეხვედრის დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრის ბოლო 11 ქულა მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. შენგელიამ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა, ხოლო რიდმა გუნდს 30 ქულა მოუტანა. მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა დუდა სანაძემაც (13 ქულა).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ამ გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მეექვსე მოგება მოიპოვა და ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გააგრძელებს.
საქართველოს ბანკი განაგრძობს სპორტის განვითარებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და გუნდების გვერდით დგომა, რომლებიც საკუთარი შრომით, თავდადებითა და შედეგებით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.
საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.