მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

წარმატებული თბილისელი სპორტსმენები 23 იანვარს დაჯილდოვდებიან

news image
mbc image

წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 23 იანვარს გაიმართება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება.

„ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და განვითარება. საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში წარმატებული სპორტსმენებისთვის წახალისების არაერთ პროგრამას ახორციელებს. აღნიშნულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტშიც. მეც, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ მაგალითი მივცე მომავალ თაობებს, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად. ეს, პირველ რიგში, წაადგება ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს. 

„მერია აქტიურად არის ჩართული სპორტის წახალისების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით. სხვადასხვა პროექტი, პროგრამა თუ ინიციატივა გვაქვს წარმოდგენილი. ამისთვის გამოყოფილი გვაქვს თანხები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც პროფესიული სპორტის წახალისებასადა ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება, წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება. ჩვენ ხვალაც გვექნება შესაძლებლობა, დავაჯილდოვოთ წარმატებული თბილისელი სპორტსმენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლიდან დღემდე სულ დაჯილდოვდა 931 სპორტსმენი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 23 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებას, თბილისის მერის ინფორმაციით, დაჯილდოვდება 236 თბილისელი სპორტსმენი, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. მისივე თქმით, ასევე, დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტ ფეხბურთელთა ერთი გუნდი.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000 ლარს შეადგენას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - შალვა გოგოლაძე

20.07.2026.17:14

ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

„პირველი სპორტის სამინისტროს შექმნისთანავე თუ რამე გავაკეთეთ ეს იყო კვლევა და აუცილებელი იყო ეს კვლევა იმისთვის რომ დიაგნოზი დაგვსვა ზუსტი და გვცოდნოდა რა მიმართულებით უნდა გვემუშავა და სპორტის ძირითადი პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო და ჩავატარეთ ძალიან სრულყოფილი კვლევა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც მოგვცა ყველა მიმართულებით თითოეულ პრობლემაზე დასკვნა. ერთ-ერთი ჩართულობის და ცნობადობის ამაღლების ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება. რატომ უნდათ ახალგაზრდა თაობას რომ სპორტში ჩავიდნენ ეს ემყარება კვლევას, რომელიც არის ძალიან საინტერესო თითოეულ რეგიონში ჩაშლილი.

მეორე მიმართულება ეს არის საერთაშორისო წარმატებები და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები პირველ-მეორე ნაწილს ინაწილებენ, რითაც ხდება ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლება და ჩართულობა. მე აღვნიშნე, რომ აპრილის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ოთხმა ძიუდოისტმა ოქრო მოიპოვა, ორმა ვერცხლი. სავსე იყო სპორტის სასახლე 10 000 კაციანი თითოეული ქართველის გამოსვლაზე და რა თქმა უნდა ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც თითოეულ ჩვენ გმირს ესწრება და უყურებს თუ როგორ ხდება ჩემპიონი და როგორ ხდება პოპულარული თითოეულ ახალგაზრდას სჭირდება. თქვენ გინახავთ ხვიჩა კვარაცხელიამ რამხელა ეფექტი მოახდინა ფეხბურთის გავლენის კუთხით და როგორი ჩართულობაა, იგივე ლაშა ბექაურის ჩემპიონობამ და თითოეულის გამოსვლა იმ თაობაში ალბათ საათობით სჭირდებათ რამოდენიმე მეტრის გადაადგილებას იმიტომ რომ თითოეულ ახალგაზრდას სურვილი აქვს მასთან ერთად სურათი გადაიღოს, თითოეულ ახალგაზრდას რა თქმა უნდა სურვილი აქვს რომ მისნაირი ჩემპიონი იყოს. რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ეს დიდი სპორტული ფორუმები და ღონისძიებები, სადაც ადგილზე ხდებიან ჩემპიონები კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ მიმართულებით ჩართულობას.

მე წეღან რა ღონისძიებებიც დავასახელე იმიტომ ვთქვი რომ თბილისსა და ბათუმში. თბილისი და ბათუმი ამ ეტაპზე გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალრიცხოვანი ჩამოსული ჩვენი წარმომადგენელი დავაბინაოთ. რეალურად 700-800 მონაწილეზე ნაკლები არ ჩამოდის უკვე საქართველოში. მინიმუმ 600 მარტო სპორტსმენი რეგისტრირდება ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ამიტომ სასტუმროები ერთ-ერთი მოთხოვნაა. სასტუმროც არ უნდა იყოს ნახევარ საათზე მეტად დაცილებული სპორტულ დიდ სასახლესთან. შესაბამისად, ბათუმის სასტუმროები და თბილისის არსებული სასტუმროები გვაძლევს იმის საშუალებას რომ დიდ ფორმებს ვუმასპინძლოთ. მათ შორის მინდა აღვნიშნო რომ ახლა იწყება თელავში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი. იქ რამოდენიმე გუნდს თელავი უკვე იღებს და შესაბამისად ბოლო 2-3 წელიწადია თელავი არის ეპიცენტრი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა ხელბურთში. გორში გვაქვს სურვილი რომ დიდი ღონისძიება გავაკეთოთ. იქ ერთი სასტუმრო Gori Inn არის რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ მცირემასშტაბიანი ევროპის ჩემპიონატი ან რაღაც მსოფლიო თასზე გორსაც მივაღებინოთ მონაწილეობა.

ამ ორ მილიარდიან პროექტში ვიწყებთ ქუთაისში ახალი 5000-იანი სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს დამატებით საშუალებას იმისა რომ უკვე ქუთაისიც გავხადოთ ამ ჰაბის ერთ-ერთ ნაწილად, სადაც დიდ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პოპულარიზაცია და ზოგადად ეს სიკეთე მივიტანოთ რეგიონებშიც და რეგიონის მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორ ჩამოდიან მათ ქვეყანაში მაღალი კლასის სპორტსმენები და მინდა აღვნიშნო ქუთაისზე რომ ქუთაისმა და თბილისმა მიიღო რაგბის 20 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი წინა თვეს და ძალიან მაღალ დონეზე იქნა ნამასპინძლარი. უბრალოდ 5-4 გუნდს მასპინძლობს ესეთი რეგიონები, გარდა ბათუმისა და თბილისისა”, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა