წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ და უნდა ვუმასპინძლოთ ჯამში 32 მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატს სხვადასხვა სპორტის სახეობაში - შალვა გოგოლაძე
წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ და უნდა ვუმასპინძლოთ ჯამში 32 მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატს სხვადასხვა სპორტის სახეობაში - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
„თამამად შეიძლება ითქვას და თითოეულ ქართველს შეუძლია იამაყოს იმით რომ საქართველო დღესდღეობით მსოფლიოში არის ჰაბი დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარების. რად ღირს მარტო იმის თქმად რომ წლევანდელ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ და უნდა ვუმასპინძლოთ ჯამში 32 მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატს სხვადასხვა სპორტის სახეობაში. შარშან იყო 25 ეგეთი ღონისძიება საქართველოში და იმიტომ ვთქვი რომ თითოეული ქართველისთვის საამაყოა როდესაც ესეთი პატარა ქვეყანა ასეთი მასშტაბის და ასეთი სპორტული ფედერაციების დიდ ფორუმებს მასპინძლობს. არ არსებობს მსოფლიოში დღესდღეობით რომ გადახედოთ, კი რა თქმა უნდა ატარებენ უფრო მეტად დიდ ჩემპიონატებსაც, მაგრამ ერთდროულად ამდენ ღონისძიებას იღებდე ეგეთი რამე არსად არ რსებობს ასეთი პატარა ქვეყანა. მართალი თქვით, მე ზუსტად ორი დღის უკან მქონდა ფედერაციასთან ერთად წარდგინება ჩვენი ქვეყნისა და მაგიდის ჩოგბურთში 2029 წელს მასპინძლობის უფლება მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ახალგაზრდული. ეს არის ყველაზე მასშტაბური, დაახლოებით 1500 მონაწილეა მარტო თუ არ ჩავთვლით კიდევ იმას დამატებული მწვრთნელები, წარმომადგენლები, ამ ასაკში ბევრი მოყვება მშობელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი რამაა ჩვენი ქვეყნისთვის. მოკლედ გეტყვით წლევანდელი წლის ღონისძიებებს: მარტის თვეში ჩვენ ვუმასპინძლეთ ახალგაზრდურ ევროპის ჩემპიონატს ფარიკაობაში, სადაც ჩვენი ურუშაძე გახდა ევროპის ჩემპიონი, აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა ძიუდოს და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში. ძალოსნობა იყო ბათუმში და ძიუდო იყო თბილისში. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ძიუდოს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავდა რომ თითოეული ღონისძიების წინ ის უკავშირდებოდა თითოეულ ფედერაციას, თხოვდა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას და თქვა რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ დამირეკია არცერთი ქვეყნისთვის ეს იყო საქართველო და აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტმა ევროპულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ყველაზე მეტმა მსოფლიო თუ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ეს იყო რეკორდული და რეკორდული იყო ჩვენი მონაგებიც იმიტომ ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ. ამას მოყვა კარატეს და სამბოს ჩემპიონატი ბათუმსა და თბილისში, ევროპის ჩემპიონატი ქალთაშორის ჭადრაკში, მსოფლიო ჩემპიონატი რომელიც რამოდენიმე დღის უკან დასრულდა რაგბის. წყალსათხილამურო ევროპის ჩემპიონატი რომელიც 24-26 ივლისის მასშტაბით ახლა დაიწყება და აღდგენილი არის 35 წლიანი ისტორია. RAF-ის უდიდესი ღონისძიება, რომელიც ახლა ჩატარდა წარმატებით მინდა გითხრათ თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს და შემდგომში მოგვდის პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.
სხვა სიახლეები
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება
08.09.2026.13:19
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის ძირითადი ეტაპი იღებს სტარტს. ტურნირის პირველი ეტაპის გახსნის დღეს 6 მატჩი ჩატარდება, მათ შორის ყველაზე ხმამაღალი მადრიდის „რეალისა“ და მილანის „ინტერის“ დაპირისპირება იქნება.
ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდებიან „აეკი“ და „ლასკი“; „ბრიუგე“ და „ასტონ ვილა“, „პორტუ“ და „მანჩესტერ სიტი“, „ლილი“ და „რეალ ბეტისი“.
ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.