მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს. ასევე, ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია.

„საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. ჩვენმა სტუმრებმა, ყველამ აღნიშნეს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას. თითოეული მათგანის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი სტანდარტის დაცვისთვის.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს ისტორიაში. ამ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი, ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც კი ჩვენს ქვეყანას მიუღწევია ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე. თითოეულ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს, მთლიანად გუნდის შემადგენლობას მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ამ უპრეცედენტო წარმატებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2029 წელს საქართველო უმასპინძლებს ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში.

„ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ. სპორტის მინისტრს მინდა გადავუხადო მადლობა ამ ძალისხმევისთვის. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი სტანდარტების ჩატარება“, - განაცხადა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს - თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა

11.08.2026.22:43

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნე“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა