ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია
„პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლანსი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ფეხბურთში.
გატანილი გოლებით ხვიჩა კვარაცხელია (მე-19 წუთი) და იბრაჰიმ მბაიე (90+4) გამოირჩნენ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 76 ქულა დააგროვა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ტიტული - მან მეორე ადგილზე მყოფ „ლანსს“ 9 ქულით გაასწრო. პარიზულმა გუნდმა ზედიზედ მეხუთედ და ისტორიაში მეთოთხმეტედ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი.
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა
25.10.2026.00:47
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა.
აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, რომელმაც ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
5-რაუნდიანი ბრძოლა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე" გაიმართა.