მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

გორგოლაჭების ბრენდი „მისკუზი“ გაფართოებას გეგმავს

news image

ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე ადგილობრივი ბრენდი მისკუზი (miscusi ) გამოჩნდა.

იდეა სამ მეგობარს ეკუთვნის, რომლებმაც ფინანსების მოძიებისა და  მატერიების გადარჩევის გრძელი ეტაპების შემდეგ შეძლეს, შეექმნათ პირველი ქართული ეკომეგობრული გორგოლაჭები.

მარიამ ქემოკლიძე „მისკუზის“ თანადამფუძნებელი

როგორ გადაწყვიტეთ ქართული გორგოლაჭების ბრენდის შექმნა და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბიზნესის წამოწყების პროცესში შეგხვდათ?

2015 წელს დისკო თემატიკის ღონისძიება გავმართეთ. მახსოვს, როგორ გვწყდებოდა გული, ქართულ ბაზარზე გორგოლაჭები რომ არ მოიპოვებოდა. თავდაპირველად ვფიქრობდით, უცხოური ბრენდის პროდუქცია შემოგვეტანა საქართველოში. გვსურდა,  მრავალფუნქციური სივრცე შეგვექმნა, სადაც მომხმარებლები მოვიდოდნენ, გაერთობოდნენ და დაეუფლებოდნენ სპორტის აღნიშნულ სახეობას. 
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამის შესახებ შემთხვევით შევიტყვეთ, რამაც ჩვენი გეგმები სრულიად ამოაყირავა  და პრიორიტეტებიც განსხვავებულად დალაგდა. მივხვდით, რომ ამ სფეროში უფრო მნიშვნელოვანი როლის მორგება შეგვეძლო - თავად შეგვექმნა პროდუქტი რომელსაც შემდგომ მომხმარებლებს შევთავაზებდით. 


მიზნისკენ მიმავალი გზა იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. გამოცდილება არ გვქონდა, ამიტომ ჯერ თავად მოგვიწია საქმის შესწავლა და შემდგომ ჯგუფის სხვა წევრებისთვის გაზიარება. ჩვენი მხრიდან აუცილებელი მოთხოვნა ვეგანური მასალის გამოყენება იყო, რაც საქართველოში საკმაოდ რთული მოსაძიებელი გახდა. საბოლოოდ, ნედლეულის ჩამოტანა სხვა ქვეყნიდან შევძელით. 

რომელიმე თქვენგანს თუ ჰქონდა ბიზნესის მართვის გამოცდილება?

პატარა ასაკიდან ყველას გვქონდა პატარ-პატარა სტარტაპები, თუმცა ამ მასშტაბის ბიზნესთან შეხება აქამდე არ გვქონია. 

რა იყო თქვენი ტოპ ორი მოტივაცია ბიზნესის დასაწყებად?

მოტივაცია, პირველ რიგში, საკუთარ თავებთან იმის დამტკიცება იყო, რომ მიზანს აუცილებლად განვახორციელებდით.  
გარდა ამისა, უდიდესი მოტივაცია საქმისადმი და ზოგადად ამ სპორტისადმი სიყვარულმა მოგვცა. როდესაც იაზრებ, რომ შეგიძლია გახდე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ სფეროს განვითარებაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში, ყველაფერი უფრო მეტ სტიმულს გაძლევს.

ვინ მუშაობს „მისკუზის“ დიზაინზე და ვისთვის არის განკუთვნილი თქვენი პროდუქცია?

მისკუზის დიზაინზე დამფუძნებლებმა თანაბრად ვიმუშავეთ. მთავარი მიზანი იყო, ყოფილიყო კლასიკური საციგურაო ფეხსაცმლის  უფრო მარტივი, დახვეწილი, გემოვნებიანი თანამედროვე ვერსია. გარდა ამ სპორტის მოყვარულებისა, „მისკუზი“ არის ყველასთვის, ვისაც სიახლეები უყვარს. 

რა იქნება საუკეთესო რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ერიდებიან რისკის გაღებას და ეშინიათ ბიზნეს იდეების განხორციელების?

რჩევა, რომელსაც ყველას ყოველთვის ვაძლევთ არის ის, რომ სცადონ ყველაფერი, მიიღონ მონაწილეობა ყველა პროექტში, ნუ შეეშინდებათ, რომ ვინმე მათ იდეას მოიპარავს და ამის გამო არ მოერიდონ იდეის გამჟღავნებას. ყველაზე დიდი შეცდომა არის იდეის დაფარვა და საკუთარი სახსრების ლოდინი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წელი და საბოლოოდ, შესაძლოა ვერც განხორციელდეს.  გამოიყენეთ ყველა შანსი და  შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ. 

ამ გადმოსახედიდან, ბიზნესის წამოწყების ეტაპზე დაშვებულ რომელ შეცდომას გამოასწორებდით?

განვითარების საუკეთესო საშუალება ისევ საკუთარ შეცდომებზე სწავლაა. გარდა ამისა, მგონია, რომ რადიკალური შეცდომები არ დაგვიშვია, რაც საქმეში შეფერხებას გამოიწვევდა. ამიტომ, ალბათ ყველაზე სწორი იქნება, ყველაფერს თუ ისე დავტოვებთ, როგორც არის. 

როდის იგრძენით, რომ წარმატებისთვის გაღებული შრომა ამ შედეგებად ღირდა?

სანამ პროდუქციას გაყიდვაში ჩავუშვებდით, უამრავი სატესტო მოდელი შევქმენით, რომელსაც ჩვენი მეგობრები და „როლერები“ მუდმივ რეჟიმში ტესტავდნენ.
გაყიდვებში ჩაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ გადაღებაზე მოგვიწია 6 საათი გაუხდელად გვცმოდა გორგოლაჭი. დღის ბოლოს, როდესაც ყველაფერს მოვრჩით და გავიაზრეთ რომ 6 საათის მანძილზე დისკომფორტი ოდნავაც არ გვიგრძვნია, მივხვდით რამხელა გზა გავიარეთ პირველი მოდელის შემდეგ და რა შედეგამდეც მივედით. ეს იყო ის პირველი კმაყოფილების შეგრძნება, რაც ჩვენი შრომით მივიღეთ. შემდეგ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავში გახდა.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ბრენდის სამომავლო განვითარება?

ჩვენი ბრენდის უახლოეს გეგმებში წარმოების გაზრდა და პროდუქციის ექსპორტზე გატანაა. თუმცა, საწარმოს განვითარების პარალელურად არ ვივიწყებთ ჩვენს პირვანდელ იდეას და მუდმივად ვმუშაობთ სივრცის შექმნაზე — ვხვდებით ინვესტორებს და ვეძებთ საუკეთესო ვარიანტს ამ იდეის განსახორციელებლად.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სტარტაპები
image სიახლე „პლანტველისგან“ - ბიოსერტიფიცირებული, გამომშრალი მარწყვის ფანტელი

30.03.2026.16:00

მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ „პლანტველმა“ მომხმარებელს სასარგებლო წასახემსებელი - მარწყვის ფანტელი შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.

„ჩვენს მეურნეობასთან არის გერმანული საშრობი, თანამედროვე მაღალი ხარისხის დანადგარებითა და კარგი ინფრასტრუქტურით. გადავწყვიტეთ, მარწყვი გამოგვეშრო, სატესტოდ პირველად შარშან ვცადეთ. ტესტირების პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: გავიარეთ ყველა კომპონენტი, გამოვავლინეთ ყველა რისკ-ფაქტორი და დავადგინეთ, სად რა იყო საჭირო. ამის შემდეგ შევქმენით სრულფასოვანი პროდუქტი, მოვახდინეთ მისი ბრენდირება და გამოვუშვით ბაზარზე. ეს არის ჩვენი ბიო სერტიფიცირებული, გერმანულ საშრობში გამომშრალი მარწყვი, ყოველგვარი დანამტის გარეშე, ფანტელის ფორმით. იგი არის სასიამოვნო და სასარგებლო წასახემსებელი, ასევე იდეალურად გამოიყენება ფაფებში, იოგურტებში და კონდიტერიაში.

სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ფანტელის მასშტაბური წარმოება “, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.

კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა სანერგე, რაც წლის ბოლოდან ნერგის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სანერგე. წლების განმავლობაში თავად ვზრდიდით ბიო ნერგს მარწყვის მისაღებად, იტალიელი კონსულტანტის დახმარებით. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით პრობლემაა ბიო ნერგის მიღება, ამიტომ ჩვენი ნერგი ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებით მზადდებოდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ნერგი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ფერმერებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს, რაც მეურნეობის გაშენებისთვის მნიშვნელოვანია.

სანერგეს რეგისტრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ნერგის რეალიზაციაც მოვახდინოთ. წლევანდელ ნერგს, რომელსაც გამოვიყვანთ, უკვე იქნება სერტიფიცირებული სანერგედან. ჰექტარზე საჭიროა 50 000 ნერგი, ჩვენ კი 2 ჰექტარი გვაქვს. ნერგის გამოცვლა ხდება წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ, და ამ პროცესს აქამდე მხოლოდ ჩვენთვის ვახდენდით. წლის ბოლოდან კი ჩვენი ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნერგი სხვა მეურნეობებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება “, აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, “პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა