მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7266.5
0.0044
flag
AZN 1.5802
-0.0006
flag
CNY 39.49
-0.002
flag
EUR 3.16
-0.0036
flag
GBP 3.6552
-0.0069
flag
KZT 58.2
0.0015
flag
TRY 0.0592
-0.0002
flag
USD 2.6859
-0.0015
news banner

150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების მზადება ფინალური ეტაპისთვის

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ათი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 195 სტარტაპი დაფინანსდა.

150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის პირობები შეიცვალა და დაინტერესებულ პირებს 13 ივლისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა.  კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 სტარტაპი გადამზადდა  ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომი საფეხური მოიცავდა პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას. განაცხადების შეფასება განახორციელეს საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორც ბიზნეს გეგმის შეფასებით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდა 51 ფინალისტი.

 

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის, სილიკონ ველიდან  მოწვეულიტრენერები მოამზადებენ:

 

  • Christopher Burry - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. მისი გამოცდილება მოიცავს სამეწარმეო არქიტექტურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო სისტემებს, მეთოდოლოგიებსა და IT სფეროს. ქრისტოფერ ბერის დაფუძნებული აქვს მრავალი კომპანია პროგრამირებისა და სერვისების სფეროში.

 

  • Gail Christine Gannon  - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-დამფუძნებელი.  აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს  - T.H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და

 

 

 

 

 

ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.

 

  • Steve Adelman - სილიკონ ველის Nexus Partners LLC-ს მმართველი დირექტორი. სტივ ადელმანი არის უმაღლესი რანგის სტრატეგიის კონსულტანტი მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების, ორგანიზაციული დაგეგმარების, პარტნიორობისა და ვენჩურული კაპიტალის მართვის სფეროში 25 წლიანი გამოცდილებით. არის სილიკონ ველის Wharton Alumni Angels-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ხელმძღვანელი. მისი აკადემიური კვალიფიკაცია მოიცავს პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის ხარისხს, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოთხ კონტინენტზე.

 

  • Scott Nesbit - ფართოდ არის დაკავშირებული ბიოტექნოლოგიის, ავტომობილებისა და ვიდეო თამაშების ინდუსტრიებთან. აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება, როგორც დამფუძნებელად, ასევე ინვესტორად და მრჩეველის რანგში ბიოტექნოლოგიის, ვიდეო თამაშების, საავტომობილო და უსაფრთხოების ინდუსტრიებში. ბოლოს მან დააფუძნა ინოვაციური COVID-19 დიაგნოსტიკური კომპანია Arion Bio, Inc, ასევე არის მენტორი Berkeley SkyDeck HealthTech-ში. ის არის ექსპერტი ტექნოლოგიებში და გლობალური ბიზნესის წამოწყებასა და მართვაში.

 

  • Bob Upham - ინტერნეტ ბიზნესის განვითარების გამოცდილი პროფესიონალი, ექსპერტი სტრატეგიულ პარტნიორობებსა და ალიანსებში, API ლიცენზირებაში. Santander InnoVentures-ის, Sutardja Center for Entrepreneurship and Technology (UC Berkeley)-ის, Cyberport Hong Kong-ის მენტორი და მრჩეველი. 2016-2019 წლებში იკავებდა VISA-ს ციფრული პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას.

 

გამარჯვებულები 2023 წლის 2 ნოემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათშესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტისგლობალურ ბაზარზე გატანა.

 

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციურიპროდუქტების და მომსახურების  შემუშავებ, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოებისშექმნის სტიმულირება.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image Making Science Georgia-მ აქსელერაციის პროგრამის მე-10 ნაკადზე მიღება დაიწყო

30.03.2026.10:00

Making Science Georgia-მ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით დამწყები დეველოპერისთვის კარიერული ტრამპლინი გახდა, ამჯერად აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, AI-ს მიმართულებით.

აქსელერაციის პროგრამა არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება, სადაც მონაწილეებს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო.

ბაზრის გამოწვევები და 5 წლიანი გამოცდილება

დღეს, გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიურ კადრებზე დარგის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა კვლავ უპრეცედენტოდ მაღალია. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მკვეთრად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიების მიმართ ინტერესი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი კვლავ განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს, რადგან ბევრი დამწყებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ბარიერად რჩება.

Making Science Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. უკვე 5 წელზე მეტია, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში. პროგრამის მთავარი მიზანი კადრების პროფესიული ზრდა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. ამ მიზნის მიღწევას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს: გასული 5 წლის განმავლობაში პროგრამა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 480-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა რეალური სამსახურის შეთავაზება მიიღო.

რა სიახლეა მომდევნო აქსელერაციის პროგრამაში?

მეათე ნაკადი Making Science Georgia-სთვის პროგრამის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. 2026 წლისთვის აქსელერაცია სულ უფრო მეტად ერგება ბაზრის თანამედროვე რეალობას - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინტეგრაციას განვითარების პროცესში. ამ ნაკადის მონაწილეები შიდა პროექტებზე მუშაობენ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. პროგრამის ეს საეტაპო ციკლი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სრულად არის ადაპტირებული AI-ზე ფოკუსირებულ დეველოპმენტთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას: იყვნენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მზად არიან მრავალათასიან საერთაშორისო გუნდში ინტეგრაციისთვის.

რა მიმართულებებს მოიცავს პროგრამა?

მეათე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია:

  • AI
  • Front-end & Back-end Development
  • Mobile Development (iOS, Android)
  • Data Analytics & AI Solutions
  • Quality Assurance (QA)

თითოეულ მიმართულებას გამოცდილი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრასა და პროფესიულ ზრდაში.

ვისთვის არის აქსელერაცია და რა არის მთავარი ბენეფიტი?

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებში და სურს, ეს ცოდნა პრაქტიკულ, ინდუსტრიულ გამოცდილებად აქციოს. Making Science Georgia-ს მთავარი ღირებულება სწორედ დასაქმების პერსპექტივაა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს ეძლევათ შანსი გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რაც გულისხმობს მუშაობას მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.

გარდა ტექნიკური უნარებისა, აქსელერაცია დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. Soft Skills-ის განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. სასწავლო პროცესის ნაწილია აგრეთვე მოქ ინტერვიუები - კანდიდატები გადიან ორ სიმულირებულ გასაუბრებას, რაც მათ რეალური სამსახურის მოძიებისთვის აუმჯობესებს მზაობას.

როგორ მოვხვდეთ პროგრამაში?

მეათე ნაკადზე მიღება 21 მარტიდან უკვე დაიწყო და აპლიკაციების მიღება 17 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შერჩევის რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, აუცილებელია განაცხადის შევსება კომპანიის ოფიციალურ პლატფორმაზე. ამას მოჰყვება ტექნიკური ტესტირება და გასაუბრება მენტორებთან, რათა განისაზღვროს კანდიდატის მზაობა და მოტივაცია.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.makingscience.com/acceleration-program/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა