მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2 აგვისტოს საბანკო პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებაზე სპეციალური ღონისძიება გაიმართება

news image
mbc image

2 აგვისტოს საბანკო პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებაზე სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია, მასპინძელი - Lineate Georgia, ხოლო მხარდამჭერები - გრანთ თორნთონი და ფორსეტი.

„DataFest Tbilisi გიწვევთ მონაცემთა მეცნიერების მორიგ მითაფზე, რომელზეც ვისაუბრებთ საბანკო პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებაზე.

შეხვედრაზე, საქართველოს ბანკის პროდუქტის მაგალითზე, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სარეკომენდაციო სისტემის დანერგვა საბანკო ინდუსტრიაში და რა ბიზნეს პრობლემის გადასაჭრელად არის ის საჭირო;
- რა შეზღუდვები აქვს პოპულარულ სარეკომენდაციო ალგორითმებს (როგორებიცაა collaborative filtering და სხვ.) საბანკო პროდუქტებში;
- offline ტესტირების დროს supervised learning-ისთვის დამახასიათებელი მეტრიკების (როგორებიცაა NDCG, ROEM, PRECISION, RECALL, სხვ.) ნაკლოვანებები ფინანსური სარეკომენდაციო სისტემის შეფასებისას;
- online feedback-ის ეფექტური დამუშავების და ამით მოდელის გაუმჯობესების სტრატეგიები“, - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

შეხვედრის ძირითადი მომხსენებელი იქნება საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი არჩილ კობალაძე. მას აქვს მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა საბანკო პრობლემების ანალიტიკურად გადაჭრის პროექტებზე, მათგან გამორჩეულია: ფინანსური და არაფინანსური პროდუქტების შეთავაზებები, გადინების და კლიენტის მოსალოდნელი მომგებიანობის (CLV) მოდელირება, ასევე „ფროდ დეტექშენი“ „ანომალი დეტექშენის“ და გრაფთა ანალიზის გამოყენებით.

შეხვედრაზე, ასევე, გავეცნობით სარეკომენდაციო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ქეისს ამერიკული ბანკის მაგალითზე (Kore.ai BankAssist), რომელსაც წარადგენს პროექტის გუნდის ლიდერი, Lineate Georgia-ს უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გიორგი ჩუბინიძე. გიორგის აქვს 15-წლიანი გამოცდილება IT გუნდებისა და პროექტების მართვაში, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და მხარდაჭერაში სხვადასხვა პლატფორმაზე.

შეხვედრა გაიმართება 2 აგვისტოს, ჰიბრიდულ ფორმატში - Zoom-ის საშუალებით და ფიზიკურ სივრცეში, მისამართზე: მიხეილ თამარაშვილის 13ტ, Lineate Georgia-ს ოფისი, სართული 2.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: shorturl.at/vwAV4

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა