მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2021 წელს ქვეყანაში 115 ტელევიზია და 55 რადიო მაუწყებლობდა - კახა ბექაური

news image
mbc image

პარლამენტის პლენარულ სესიაზე ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას მაუწყებლების განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მაუწყებლობის დაწყება მარტივი ავტორიზაციით სულ რაღაც 10 დღეშია შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი, 116 ტელევიზია და 55 რადიომაუწყებელია.

სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებზეც გაამახვილა ყურადღება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რეკლამისთვის განკუთვნილი თანხები ტრადიციულიდან ციფრულ მედიაში მიედინება, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა. 2021 წელს მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 90,3 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის სარეკლამო შემოსავლები კი 76,3 მილიონი ლარი იყო. 2021 წელს სატელევიზიო კომერციული რეკლამის შემოსავალი - 79,8 მილიონი ლარი, ხოლო, რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი - 7,2 მილიონი ლარი იყო",- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურმა ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის ტენდენციებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აბონენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, კერძოდ, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 750 ათასი შეადგინა და ბოლო 5 წლის მონაცემებით, მათი ყოველწლიური საშუალო ზრდა 5%-ს შეადგენს. მისივე თქმით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 77%-ია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა