მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

2024 წელს 5G ინტერნეტს ორი კომპანია „მაგთიკომი“ და „სელფი მობაილი“ ავრცელებდნენ - ComCom

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის საქმიანობის ანგარიშისმიხედვით, გასულ წელს, ComCom-მა, ქვეყანაში მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, 5G-ის დასანერგად, ოპერატორებისთვის აუქციონი მეორედ ჩაატარა.

გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-თვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და კომპანიებს მეორედ მისცა შანსი, მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება მიეწოდებინათ. გასულ წელს ჩატარებულ აუქციონში კომპანია „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა და 5G დანერგა. 2023 წელს ჩატარებულ აუქციონში კი სიხშირეები „სელფი მობაილმა“ მოიპოვა და 5G-ის დანერგვას ეტაპობრივად ახორციელებს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, 2024 წელს აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდა. აუქციონზე გამოტანილი იყო 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლები. ასევე. გამოცხადდა 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მოსაპოვებლად. 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „მაგთიკომმა“ მიიღო და 7 აუქციონში გაიმარჯვა, ყველა შეძენილი სიხშირის ღირებულებამ კი ჯამში, 149,025,808,00 ლარი შეადგინა. 

ანგარიშის მიხედვით, 5G ტექნოლოგიის დასანერგად, ComCom-მა სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და საჭირო პირობები ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა. ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტების ჩართულობით დაადგინა.

5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის სიჩქარე, შეამცირა დაყოვნება და სატელეკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა