ამერიკული კომპანია Lineate-ი ტესტერთა საერთაშორისო დღის მხარდამჭერია
9 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა პროფესიული დღე საერთაშორისოდ აღინიშნება.
ღონისძიება საქართველოში მეოთხე წელია ტარდება. კომპანია Lineate საქართველოში შემოსავლისთანავე ზრუნავს ტექეკოსისტემის განვითარებაზე და წელს ამ ღონისძიების ინიციატორ ISTQB - International Software Testing Qualifications Board -ის მიერ ტესტერთა დღის აღნიშვნის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებაში ჩაერთო და ერთ-ერთი მხარდამჭერია.
საგულისხმოა, რომ ISTQB - International Software Testing Qualifications Board -ის ძალისხმევით, საქართველოში პროგრამული ტესტირების მიმართულება ჩამოყალიბდა და ბაზარი წლიდან წლამდე მზარდია. წლევანდელ ღონისძიებას შერატონ გრანდ თბილისი მეტეხმა უმასპინძლა. GeoSTQB-ის გუნდის მიღწევებსა და მასშტაბური ღონისძიების დეტალებზე Insider Georgia- თან ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ნათია სირბილაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველოში ტესტერთა საერთაშორისო დღე პირველად 2020 წელს ჩატარდა და ტრადიცია გრძელდება.
ISTQB -ს საქმიანობის მიზანი საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულების ცნობადობის გაზრდა და სფეროში არსებული სიახლეების მიწოდება.
„მეოთხე წელია წელია, აღვნიშნავთ ტესტერის დღეს საქართველოში და წლიდან წლამდე ღონისძიების მასშტაბი იზრდება. შესაბამისად, პარტნიორი კომპანიების წრეც ფართოა. ჩვენი მხარდამჭერებია ,,თიბისი ბანკი", GITA, Lineate, Epam, Space Int, apeople, exsactro, Womens Empowerment Principles, SoftFan. ერთ-ერთი თემატიკა, რაც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, ბაზრის კვლევის შედეგია.
ვცდილობთ, ჩვენი ძალებით და რესურსით ჩავატაროთ კვლევა და 9-10 სექტემბერს, ღონისძიების ფარგლებში შედეგი საზოგადოებას გავაცნოთ. ამ შედეგის გაზიარებაზე ვისაუბრეთ ძალიან ვრცლად, მათ შორის, ტექნიკურ ჭრილში. 9 სექტემბერს საზოგადოების წინაშე წარდგნენ საერთაშორისო ექსპერტები და დარგის წარმომადგენლები. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს გაუზიარეს ინფორმაცია როგორც ვაკანსიების, ისე ტრენინგების შესახებ. გარდა ამისა, გაიმართა პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან სპიკერებმა სხვადასხვა საინტერესო საკითხი განიხილეს", - აღნიშნა ნათია სირბილაძემ.
ISTQB - ის პრეზიდენტმა Business Insider Georgia- თან ბაზრის მიღწევებიც შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, ცნობადობის გაზრდის კუთხით დიდი ნაბიჯი გადაიდგა და კარგი შედეგი დაიდო. გარდა ამისა, გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სერტიფიცირებულ ტესტერებს ითხოვენ და იღებენ რეკომენდაციებს.
,,კვლევის პერიოდში ვაკვირდებოდით ტრადიციას და შედეგს ვითვლიდით. ერთი წლის წინ, თვიურ ჭრილში თუ იყო 15-დან 19-მდე სპეციალისტი, წელს ეს შემცირებულია და მოთხოვნა 10-დან 14-მდეა. ამას აქვს თავისი ახსნა. ერთის მხრივ, გაჯერდა ბაზარი დამწყები სპეციალისტებით, ტარდება ტრენინგები, უნივერსიტეტშიც დაიწყეს ამ მიმართულებით სწავლება. მეორე მხრივ, სპეციალისტებზეც გარკვეული დეფიციტია, გვეკითხებიან რეკომენდაციას, ძიებაში არიან კომპანიები. დღესაც რომ გახსნათ ნებისმიერი პლატფორმა, უმეტესობა სწორედ ამ კადრებზე მოდის. კომპანიას თუ სურს ცალკე ჰქონდეს პროგრამული ტესტირების მიმართულება, რეკომენდებულია, თუმცა მცირე კომპანიას ამის რესურსი არ აქვს.
მიუხედავად ამისა, ამ ფუნქციას მაინც ასრულებენ, ვინაიდან ნებისმიერი ციფრული პროდუქტი რეალურად მაინც უნდა გავიდეს ბაზარზე. კარგად და სათანადოდ თუ არ არის გატესტილი, შეიძლება, ხარვეზი აღმოაჩნდეს, რაც შემდეგ კომპანიის რეპუტაციასა და სანდოობაზე აისახება და ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე მოქმედებს. ამიტომ ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი გახდა", - აღნიშნა ნათია სირბილაძემ.
მისი ინფორმაციით, ბევრ უცხოურ კომპანიას, რომელიც საქართველოს ბაზარზეა, პროგრამული ტესტირების მიმართულება დანერგილი აქვს. მხარს უჭერენ სავალდებულო სერტიფიცირებას, ამკვიდრებენ ტრადიციას, რაც ნელ-ნელა ფეხს იდგამს საქართველოში.
სპეციალური ფორმულა, როგორ უნდა გახდეს ტესტერი, არ არსებობს. როგორც ნათია სირბილაძე ამბობს, მთავარი არგუმენტია მოტივაცია, მონდომება, ძალისხმევა და სურვილი. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა აყალიბებს პროფესიონალი ტესტერების კადრს, რომელთა საქმიანობამ დაადასტურა, რომ შეუძლებელი არაფერია.
შეგახსენებთ, რომ GeoSTQB ბელგიური კომპანიის, International Software Testing Qualifications Board-ის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. ის 2002 წელს დაფუძნდა და ტესტირების მიმართულებით ყველაზე მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო სქემა შექმნა.
სხვა სიახლეები
Making Science Georgia-მ აქსელერაციის პროგრამის მე-10 ნაკადზე მიღება დაიწყო
30.03.2026.10:00
Making Science Georgia-მ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით დამწყები დეველოპერისთვის კარიერული ტრამპლინი გახდა, ამჯერად აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, AI-ს მიმართულებით.
აქსელერაციის პროგრამა არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება, სადაც მონაწილეებს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო.
დღეს, გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიურ კადრებზე დარგის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა კვლავ უპრეცედენტოდ მაღალია. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მკვეთრად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიების მიმართ ინტერესი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი კვლავ განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს, რადგან ბევრი დამწყებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ბარიერად რჩება.
Making Science Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. უკვე 5 წელზე მეტია, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში. პროგრამის მთავარი მიზანი კადრების პროფესიული ზრდა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. ამ მიზნის მიღწევას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს: გასული 5 წლის განმავლობაში პროგრამა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 480-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა რეალური სამსახურის შეთავაზება მიიღო.
რა სიახლეა მომდევნო აქსელერაციის პროგრამაში?
მეათე ნაკადი Making Science Georgia-სთვის პროგრამის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. 2026 წლისთვის აქსელერაცია სულ უფრო მეტად ერგება ბაზრის თანამედროვე რეალობას - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინტეგრაციას განვითარების პროცესში. ამ ნაკადის მონაწილეები შიდა პროექტებზე მუშაობენ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. პროგრამის ეს საეტაპო ციკლი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სრულად არის ადაპტირებული AI-ზე ფოკუსირებულ დეველოპმენტთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას: იყვნენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მზად არიან მრავალათასიან საერთაშორისო გუნდში ინტეგრაციისთვის.
მეათე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია:
თითოეულ მიმართულებას გამოცდილი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრასა და პროფესიულ ზრდაში.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებში და სურს, ეს ცოდნა პრაქტიკულ, ინდუსტრიულ გამოცდილებად აქციოს. Making Science Georgia-ს მთავარი ღირებულება სწორედ დასაქმების პერსპექტივაა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს ეძლევათ შანსი გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რაც გულისხმობს მუშაობას მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.
გარდა ტექნიკური უნარებისა, აქსელერაცია დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. Soft Skills-ის განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. სასწავლო პროცესის ნაწილია აგრეთვე მოქ ინტერვიუები - კანდიდატები გადიან ორ სიმულირებულ გასაუბრებას, რაც მათ რეალური სამსახურის მოძიებისთვის აუმჯობესებს მზაობას.
მეათე ნაკადზე მიღება 21 მარტიდან უკვე დაიწყო და აპლიკაციების მიღება 17 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შერჩევის რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, აუცილებელია განაცხადის შევსება კომპანიის ოფიციალურ პლატფორმაზე. ამას მოჰყვება ტექნიკური ტესტირება და გასაუბრება მენტორებთან, რათა განისაზღვროს კანდიდატის მზაობა და მოტივაცია.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: