ამსტერდამში პირველი წყალქვეშა ველოპარკინგი აშენდა
ამსტერდამში, ცენტრალური სადგურის გვერდით უზარმაზარი მიწისქვეშა ავტოფარეხის მშენებლობა დასრულდა.
მიწისქვეშა ავტოფარეხის თავისებურება ის არის, რომ არა მხოლოდ მიწისქვეშ, არამედ წყლის ქვეშაც მდებარეობს.
ამსტერდამის მერიამ ასეთი ნაბიჯი გადადგა, რათა მოედანი ველოსიპედის პარკინგისგან გაეთავისუფლებინა, რათა ფეხით მოსიარულეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
საერთო ჯამში, იგეგმება ორი ასეთი ავტოსადგომის აშენება.
WUrec სტუდიის მიერ შემუშავებული პროექტი 2018 წელს დაიწყო, რომელსაც Max Bögl ჯგუფი ახორციელებს.
პროექტის შესაბამისად, პარკინგი განლაგებული იყო 9 მეტრის სიღრმეზე ღია ნავსადგურის ზედაპირის ქვეშ, პრინს ჰენდრიკადესა და სტასილენდს შორის.
პირველი მიწისქვეშა და წყალქვეშა ველოსიპედის პარკინგი გათვლილია 7000 ველოსიპედზე. დღეს ის ყველაზე დიდია ნიდერლანდების დედაქალაქში.
მეორე 4000 ადგილიანი პარკინგი თებერვალში სასტუმრო „იჯ ბულვარის“ გვერდით გაიხსნება.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.