Apple-ი ოპერაციული სისტემების დიდ რენოვაციას გეგმავს
Apple-ი (AAPL) iOS 19-ისთვის, iPadOS 19-ისა და macOS 16-ისთვის ოპერაციული სისტემების დიდ რენოვაციას გეგმავს, რაც visionOS-ით შთაგონებულია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. პუბლიკაციაში აღნიშნულია, განახლება შეცვლის აპლიკაციებს, აიკონებს, ფანჯრებს, ღილაკებსა და ნავიგაციას, რათა სისტემები სხვადასხვა მოწყობილობაზე ერთგვაროვანი იყოს. Siri-ის განახლება 2026 წლამდე ინჟინერიის პრობლემების გამო გადაიდო.
Apple Inc - ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში.
Apple ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. Apple ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის iPhone-ის, Apple TV-ის, Apple watch-ის და ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X El Capitan-ის დამუშავებით.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.