მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Apple-ის პროგნოზით, შესაძლოა მისი ახალი პროდუქტები არასოდეს იყოს ისეთი მომგებიანი, როგორც iPhone

news image
mbc image

Apple Inc. ინვესტორები გააფრთხილა, რომ ახალი პროდუქტები შეიძლება არასოდეს იყოს ისეთი მომგებიანი, როგორც iPhone-ი, რადგან კომპანია შედის გამოუცდელ ბაზრებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ვირტუალური რეალობა.

„ახალმა პროდუქტებმა, სერვისებმა და ტექნოლოგიებმა შეიძლება შეცვალოს ან გადაანაცვლოს არსებული შეთავაზებები და გამოიწვიოს უფრო დაბალი შემოსავლები და მოგების მარჟა“, - ნათქვამია Apple-ის წლიურ ანგარიშში „ამას შეიძლება ჰქონდეს არსებითი უარყოფითი გავლენა კომპანიის ბიზნესზე, ოპერაციულ შესრულებაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე ".

Apple ყოველწლიურ ანგარიშებში რეგულარულად აფრთხილებს ინვესტორებს, რომ კონკურენციამ, ვალუტის კურსის ცვლილებებმა, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა და სხვა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს "არასტაბილურობა და დაღმავალი ზეწოლა" მომგებიანობაზე.

Apple დიდ ინვესტიციას ახორციელებს AI-ში, რათა დაეწიოს კონკურენტებს, როგორიცაა Google, ისევე როგორც ახალ Vision Pro-ში. Apple Intelligence-მა AI პლატფორმის პირველი ფუნქციები გასულ კვირას გაუშვა და მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი ფუნქციის დამატება, მათ შორის ChatGPT-ის ინტეგრაცია Siri ასისტენტთან.

Apple-მა პარასკევს განაცხადა, რომ კომპანიის შემოსავალი 6,1%-ით გაიზარდა და 2024 წლის ფისკალური მეოთხე კვარტალში, რეკორდულ 94,93 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ოთხშაბათს ვაჭრობისას Apple-ის აქციების ფასი 1.1%-ით გაიზარდა. კომპანიის კაპიტალიზაცია ბოლო სამი თვის განმავლობაში გაიზარდა 7.6%-ით (3.4 ტრილიონ დოლარამდე).

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა