Apple-მა შესაძლოა Vision Pro-ს წარმოება შეაჩეროს - გაყიდვებმა მოლოდინი არ გაამართლა
2024 წლის ბოლოსთვის კომპანია Apple-მა, შესაძლოა, შერეული რეალობის სათვალის Vision Pro-ს წარმოება, მოწყობილობაზე დაბალი მოთხოვნის გამო შეწყვიტოს.
The Information-ის თანახმად, კომპანიამ ზაფხულის დასაწყისში უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა Vision Pro-ს კომპონენტების წარმოება. ამჟამად Apple-ს თავის საწყობებში საკმარისი რაოდენობის მოწყობილობა გააჩნია, რათა მომდევნო წლის განმავლობაში მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
მომწოდებლებმა 500,000-600,000 სათვალისთვის შესაბამისი კომპონენტები დაამზადეს. ზოგიერთმა ქარხანამ, Apple-ის გაყიდვების პესიმისტური პროგნოზების გამო, ნაწილების წარმოება მაისში შეწყვიტა. კომპანიის საწყობებში ჯერ კიდევ ინახება ათიათასობით გამოუყენებელი კომპონენტი.
ჩინურმა კომპანია Luxshare-მა, რომელიც Vision Pro-ს აწყობს, Apple-ისგან წარმოების შესაძლო შემცირების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო. ახლა კომპანია აწარმოებს თითქმის ათას მოწყობილობას დღეში, რაც პიკური მაჩვენებლის ნახევარია.
Apple-მა ასევე შეაჩერა მეორე თაობის Vision Pro-ს განვითარება სულ მცირე ერთი წლით. კომპანიამ ყურადღება გაამახვილა მოწყობილობის ბიუჯეტური ვერსიის შექმნაზე.
ბაზრის ანალიტიკოსების განმარტებით, მეორე თაობის Vision Pro-ს წარმოების შეჩერების მიუხედავად, კომპანიამ შესაძლოა გამოუშვას შუალედური განახლება დიზაინის მინიმალური ცვლილებებით და ახალი პროცესორით. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას გამოიყენოს ზედმეტი კომპონენტები მიწოდების ჯაჭვიდან.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.