აქსელერაციაგავლილ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, აშშ-ში მომდევნო ეტაპის მსხვილი ინვესტიციები მოიზიდონ - ავთანდილ კასრაძე
BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
როგორც BRID.GE -ზე საუბრისას ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ინოვაციების ჰაბის მიმართ მაღალი ინტერესი ფიქსირდება, ხოლო ჰაბი სტარტაპებს სამუშაო სივრცითა და საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამების გავლის შემდეგ გლობალურ ინვესტორებთან დაკავშირების შესაძლებლობით უზრუნველყოფს. მისი თქმით, საქართველოში უკვე მოქმედებს ოთხი წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორი, რაც ქართულ სტარტაპებს აშშ-ში შემდგომი ეტაპის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.
„პრეზენტაციის შემდგომ უამრავ ადამიანთან მქონდა საუბარი უკვე პირისპირ. მათ ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვეს, რომ გახდნენ ამ ეკოსისტემის ნაწილი. შესაბამისად, ინოვაციების ჰაბი უმნიშვნელოვანესი რგოლი იქნება, რადგან ჩვენს სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, უზრუნველყოფილნი იყვნენ თუნდაც სამუშაო ოფისებით, რომლებსაც მათ სწორედ ეს ჰაბი შესთავაზებს. მოგეხსენებათ, საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგად, 4 წამყვანი გლობალური საერთაშორისო აქსელერატორი შემოვიყვანეთ, მათ შორის: Plug and Play, 500 Global, Founder Institute და Startup Bootcamp. აქსელერაციაგავლილ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიზიდონ მომდევნო ეტაპის მსხვილი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციოდ და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით დაინტერესება დიდია“. - აღნიშნა კასრაძემ.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.