მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბილაინი სახელს იცვლის და ოპერირებას სელფის ბრენდით აგრძელებს

news image
mbc image

დღეს სელფი მობაილმა მისი ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) წარადგინა.

სელფი კომპანიის მიერ შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრული ტანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას. სელფის მთავარი იდეა აბონენტის ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ვითარებაში, მის გვერდში ყოფნაა. ბრენდის მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ განაპირობებს ახალი შესაძლებლობების მიცემას,  პროფესიული და პერსონალური მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის.

სელფის შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და უნარმა, რომ 1,3 მლნ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. სელფის მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის მარტივი,  სასიამოვნო და დროის დამზოგველი აღმოჩნდეს.

სელფისთან ერთად აბონენტს შეუძლია მუდმივად ჰქონდეს სწრაფვა სიახლეებისკენ,  შეიგრძნოს ცხოვრების მრავალფეროვნება და აისრულოს თავისი ყველა ჩანაფიქრი. სელფი ერგება თითოეულ მის მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულად  გამოხატოს საკუთარი თავი.

No description available.

„მოხარული ვარ, მომხმარებელს წარვუდგინო ჩვენი ახალი ბრენდი სელფი, რომლითაც დღეიდან ვიწყებთ ოპერირებას. ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ სელფის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან სელფი აბონენტს ყველაფერს რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს,“ - განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ინოვაციაზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციასთან ერთად, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი ღირებულება - ყოველთვის მივცეთ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზება და მასზე მორგებული მომსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა  ახალი ბრენდის შექმნაზე,“ - დაამატა ვასილ ბერიშვილმა.

ორი წლის განმავლობაში კომპანია ათეულობით მილიონ დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს , რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარდა ქსელის გაფართოებას მოხმარდება და როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, ამას სელფის მომხმარებელი მიმდინარე წლის ბოლომდე იგრძნობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩადებული ინვესტიციის ფონზე მაქსიმალურად გაუმჯობესდება მომსახურებისა და  სერვისების ხარისხი.  ამასთან, კომპანია აქტიურად მუშაობს 5G დანერგვაზე.

ვასილ ბერიშვილის თქმით, კომუნიკაციებს კომისიასთან აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებშია, რათა დაზუსტდეს რა მოთხოვნები ექნება სახელმწიფოს 5 G-ის ლიცენზიანტებთან მიმართებით. 

სელფის ტარიფებისა და პაკეტების ნაწილი ასე გამოიყურება:

 

სტარტი

ოპტიმუმი

ოპტიმუმ+

პლატინიუმი

         

ტელევიზია

   

✔

✔

მუსიკა

✔

✔

✔

✔

სპორტი

     

✔

ფიტნესი

 

✔

✔

✔

         

ინტერნეტი

500MB

3GB

10GB

20GB

წთ საკუთარ ქსელში

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

წთ სხვა ოპერატორებთან

50

300

ულიმიტო

ულიმიტო

SMS

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

         

ღირებულება თვეში

₾3

₾8

₾12

₾25

 

30 დღიანი ინტერნეტ პაკეტები:

ტელევიზია

   

✔

✔

მუსიკა

✔

✔

✔

✔

სპორტი

     

✔

ფიტნესი

✔

✔

✔

         

 

       

ინტერნეტი

4GB

15GB

35GB

100GB

ღირებულება

₾6

₾10

₾15

₾20

მომხმარებლები ჩვეულებრივ შეძლებენ სარგებლობას მიმდინარე ტარიფებითა და პაკეტებით, რომლებიც უკვე ჩართული აქვთ და ავტომატური განახლებაც ძალაში რჩება. სხვა პროდუქტებისა და მომსახურების სანახავად ეწვიეთ: cellfie.ge

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა