ბოლო 3 წელიწადში საქართველოში IT მცირე მეწარმეების რაოდენობა 50-ჯერ გაიზარდა და მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადმა 21 მლნ ლარს გადააჭარბა - ვაკო თურნავა
ბოლო სამ წელიწადში საქართველოში IT მცირე მეწარმეების რაოდენობა 50-ჯერ გაიზარდა და მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი 21 მილიონ ლარს ასცდა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და იმავდროულად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ვაკო თურნავამ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის ინიციატორიც თავად არის.
„ასევე, საქართველოში 150-მდე საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიაა შემოსული, სადაც მაგალითად ერთ-ერთ მოწინავე კომპანიას უკვე 4000 -ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული“, - აღნიშნა თურნავამ.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.