ჩიპების წარმოების ბაზარი 2030 წლისთვის $1 ტრილიონს მიაღწევს - პროგნოზი
აშშ-სა და ჩინეთს შორის ჩიპების კრიზისი ღრმავდება. როგორც უცხოური მედია წერს, მიმდინარე კრიზისის ფონზე, ჩინეთის ბაზრიდან მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის Micron-ის გასვლამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა.
მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული ჩიპების კრიზისისა, გასულ წელს ტრილიონობით ჩიპი აწარმოეს. შესაბამისად ჩიპების წარმოების მთლიანი გლობალური ღირებულება 580 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. პროგნოზირებულია, რომ ეს ბაზარი 2030 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ასეთი ტემპით იზრდება, ჩიპების ბაზარზე კვლავ დომინირებს ორ ქვეყანას შორის განსხვავებული პოლიტიკა.
და ეს დაპირისპირება 2018 წელს, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სავაჭრო ომით დაიწყო.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.