ჩვენ ვაპირებთ აფრიკის მიმართულების განვითარებას, რადგანაც ის ხდება მიმზიდველი ბაზარი მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის - ავთანდილ კასრაძე
მართლაც ძალიან დიდი მასშტაბის ევროპული ღონისძიება იყო ბერლინში, სადაც საქართველო იყო რამდენიმე მიმართულებით წარმოდგენილი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დღის უკან ევროპის ერთ-ერთ გლობალურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში GITEX EUROPE მიიღო მონაწილეობა.
ავთანდილ კასრაძის თქმით, ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად შედგა საუბარი ხელოვნური ინტელექტის როლზე.
„როგორ შეიძლება, მათ შორის საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, იყოს კონტრიბუტორი ხელოვნური ინტელექტის განვითარების და როგორ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანას ჰქონდეს ამბიცია იგივე ინოვაციური სტარტაპების მიმართულებით და ზოგადად ციფრულ ტრანსფორმაციაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ასევე ჩვენ წარვდგებით, პირადად მე მივიღე მონაწილეობა კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის ინოვაციური ეკოსისტემის ფორუმში, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ყაზახეთიდან, ასტანას ინოვაციური ჰაბის ხელმძღვანელი, ასევე უზბეკეთის IT პარკის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანის ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია თვითონ ევროპული აუდიტორიის მხრიდან და ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო მნიშვნელოვან წერტილად იქცა იმ მიმართულებით, რომ ძალიან საინტერესო ინოვაციური პროცესები მიმდინარეობს და სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი ინიციატივები და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი სწორედ ამიტომ არის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, რომ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება სწორედ გადის ინოვაციებზე და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყოთ წარმოდგენილი და საქართველო ჩანდეს ყველა მსხვილ ტექნოლოგიურ ფორუმზე. მოგეხსენებათ, ჩვენ ვებ სამიტიდან დავიწყეთ, როდესაც ჩვენ ქვეყნის პავილიონი წარვადგინეთ, შემდგომ უკვე წელს პირველად გვქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალოგიური. ჩვენ ვაპირებთ ასევე აზიის მიმართულების განვითარებას და ასევე მათ შორის ჩვენ სტარტაპების განვითარებასთან აფრიკული მიმართულების განვითარებას. იმიტომ, რომ აფრიკა ხდება დღეს ერთ-ერთი ძალიან დიდი ბაზარი და მიმზიდველი ბაზარი მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. 1.4 მილიარდი არის მოსახლეობა აფრიკის და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქართულ სტარტაპებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ იქ ბიზნესი აკეთონ. იმიტომ რომ მთელი აფრიკული ქვეყნები ახლა გადართული არიან, რომ როგორ შეიძლება დანერგონ, შემოიტანონ ქვეყანაში ტექნოლოგიები და რატომაც არა ქართული სტარტაპების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.