Making Science Sweeft - როგორ აშენებს ტექნოლოგიური კომპანია საქართველოდან გლობალურ წარმატებას
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ბიზნესის წარმატება ინოვაციაზე და ეფექტურ ციფრულ გადაწყვეტებზეა დამოკიდებული, Making Science Sweeft უკვე ხუთი წელია საქართველოში მუშაობს და ქვეყნის IT ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა. კომპანია გლობალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს სთავაზობს სრულყოფილ ტექნოლოგიურ სერვისებს.
თუ რა გეგმები აქვს კომპანიას ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერების მიმართულებით და როგორ პოზიციონირებს ის დღეს ბაზარზე, დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia კომპანია Making Science Sweeft-ის აღმასრულებელ დირექტორს თემო მაღრაძეს დაუკავშირდა.
- რამდენი წელია Making Science Sweeft საქართველოს ბაზარზეა და რა სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული?
- Making Science Sweeft საქართველოში უკვე 5 წელია რაც ოპერირებს. ჩვენი კომპანია, როგორც გლობალური ლიდერი ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული მარკეტინგის სფეროში, საქართველოშიც ორიენტირებულია კომპლექსური ციფრული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. ძირითადი სერვისები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და ციფრული პროდუქტების განვითარებას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. ჩვენი თანამშრომლები ჩართულები არიან და მომსახურებას უწევენ კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
- კომპანიის სერვისებიდან ქართულ რეალობაში ძირითადი მოთხოვნა რომელ სერვისებზეა და ასევე სად ხედავთ განვითარების შესაძლებლობებს?
- ქართულ და ასევე მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა სენიორ დეველოპერებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მონაცემთა ანალიტიკის, ფინანსური და ელექტრონული კომერციის გადაწყვეტილებებზე. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის მიმართ მოთხოვნაც, რადგან კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ მათ პოტენციალს ოპერაციების ოპტიმიზაციისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისთვის.
განვითარების შესაძლებლობებს ვხედავთ სწორედ ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაში, AI-ზე დაფუძნებული ინოვაციური პროდუქტების შექმნაში და მონაცემთა მართვის კულტურის დანერგვაში, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ უკეთესი, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
აღნიშნული მიმართულებით ჩვენი კომპანიის მადრიდის ოფისი აქტიურად ახორციელებს AI ტრანსფორმაციას, სადაც წარმატებით იქნა იმპლემენტირებული მრავალი AI - ზე დაფუძნებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა. ეს გადაწყვეტილებები და ხელსაწყოები ინტეგრირებულია კრიტიკულ ბიზნეს პროცესებში, მათ შორის: software development, marketing services and technologies, data analytics & business intelligence, enterprise integration, etc. ამის პარალელურად, არსებული მზა AI SaaS პროდუქტებთან ერთად, განხორციელდა custom AI solutions - ების დეველოპმენტი, რაც მოიცავს ე.წ. AI აგენტების შექმნას. ეს ავტონომიური აგენტები უზრუნველყოფენ end-to-end ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და საოპერაციო პროდუქტიულობის ზრდას.
- რა მიგაჩნიათ Making Science Sweeft-ის კონკურენტულ უპირატესობად?
- Making Science Sweeft-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ჩვენი გლობალური გამოცდილება და ინოვაციური მიდგომაა. ჩვენ ვართ Google-ის, Salesforce-ის, Microsoft-ის და სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების პრემიუმ პარტნიორები, რაც გვაძლევს წვდომას უახლეს ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე. ჩვენ არ ვართ უბრალოდ სერვისის მიმწოდებლები, არამედ პარტნიორები, რომლებიც კომპანიებს ეხმარებიან ციფრული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. ჩვენი გუნდი საქართველოში აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც ფლობენ როგორც ტექნიკურ ცოდნას, რბილ უნარებს, ასევე გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვერგოთ კომპანიებს არსებულ გადაწყვეტილებებში და ასევე დავეხმაროთ მათ ეფექტურ გაუმჯობესებაში.
- დღეს საქართველოს გარდა Making Science კიდევ რომელ ბაზრებზე მუშაობს და ასევე საინტერესოა საქართველოდან მომსახურების ექსპორტის კუთხით რამდენად მზარდია წლიდან წლამდე კომპანიის მიერ მიწოდებული სერვისები?
- Making Science გლობალური კომპანიაა და ოპერირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, ამერიკის, სკანდინავიისა და ლათინური ამერიკის წამყვან ბაზრებზე (მაგალითად, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია). საქართველოდან მომსახურების ექსპორტის კუთხით, ჩვენი კომპანია აჩვენებს სტაბილურობას. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში დიდი IT ბუმის შემდეგ, სადაც ჩვენც მნიშვნელოვნად გავიზარდეთ, მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული კადრებისა და პარტნიორების შენარჩუნება და სტაბილური გარემოს შექმნა, რასაც Making Science Sweeft საქართველო წარმატებით ართმევს თავს. ეს მიდგომა და სტაბილურობის შენარჩუნება მიუთითებს ქართველი სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციასა და საქართველოს, როგორც IT სერვისების ექსპორტიორი ქვეყნის, მზარდ პოტენციალზე. აღნიშნულს ასევე ხელს უწყობს ჩვენს კომპანიაში მოქმედი აქსელერაციის პროგრამა, სადაც ხდება ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და შემდგომ დასაქმება.
- დღეს IT სექტორი ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან მიმართულებად არის მიჩნეული, როგორია თქვენი შეფასება ინტერესი ქვეყანაში ამ პროფესიაზე რამდენად მზარდია და თქვენც თქვენივე კომპეტენციის ფარგლებში რას აკეთებთ ამისათვის?
- ნამდვილად, IT სექტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა. ქვეყანაში ინტერესი ამ პროფესიის მიმართ მართლაც დიდია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამას ხელს უწყობს როგორც გლობალური ტენდენციები, ასევე სახელმწიფოს მიერ წახალისებული პროგრამები, ადგილობრივი ინიციატივები და წარმატებული ქართული სტარტაპების მაგალითები. Making Science Sweeft-იც მუდმივად და აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, გვაქვს უნიკალური აქსელერაციის პროგრამები, ვართ ICT ასოციაციის აქტიური წევრები და ასევე, ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ საქართველოს IT საზოგადოების განვითარებაში სახელმწიფოსა და პარტნიორ კომპანიებთან ერთად.
- ბოლო პერიოდში ამ სექტორში მართლაც ბევრი სიახლე დაინერგა, რა მიგაჩნიათ დღეისათვის ყველაზე დიდ მიღწევად, რა რეკომენდაცია გექნებოდათ პოლიტიკის გამტარებლების მიმართ და როგორ ხედავთ ქვეყნის მომავალს, განვითარების არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოესი 5 წლის განმავლობაში?
- ბოლო პერიოდში, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან, დიდ მიღწევად ვთვლი IT სექტორისადმი ინტერესის ზრდას ახალგაზრდების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების აქტიური მხარდაჭერა იმ ახალგაზრდების, სტარტაპებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც ამ სფეროში წარმატების მიღწევა სურთ. თითოეულ წარმატებულ მაგალითს საქართველო გაჰყავს გლობალურ ბაზარზე და ზრდის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს პოლიტიკის გამტარებლების მიმართ, პირველ რიგში ეს განათლებაა. აუცილებელია ტექნოლოგიური განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა. ასევე, პრაქტიკული და ინოვაციური პროგრამების დანერგვა, რომელიც მოამზადებს კადრებს მომავლის ტექნოლოგიებისთვის.
ხაზგასასმელია ინფრასტრუქტურა და რეგულაციები, რასაც სახელმწიფო მაქსიმალურად ავითარებს. აღსანიშნავია „GITA“-ს (ტექნოპარკების), „აწარმოე საქართველოს“, პარლამენტის და ასევე ICT ასოციაციის როლი აღნიშნული სფეროს განვითარებაში. მაგრამ მიუხედავად მათი აქტიური და წარმატებული მუშაობისა, საჭიროა უფრო სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა რეგულაციების და შეღავათების კუთხით, რადგან მსოფლიო ბაზარზე კონკურენცია ქვეყნებს შორის ძალიან დიდია. ვფიქრობ, ქუთაისის IT პარკი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს IT ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
ჩამონათვალში ბევრ სხვა აქტუალურ საკითხთან ერთად ხაზს გავუსვამდი ასევე სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერას. აქ მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის მუდმივი ფინანსური და მენტორული მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ინოვაციური იდეების რეალიზება და გლობალურ ბაზარზე გასვლა.
განვითარების არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ვხედავ, როგორც რეგიონულ IT ჰაბს. ქვეყანას აქვს პოტენციალი, გახდეს მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და ინოვაციური პროდუქტების ექსპორტს. მთავარია, გავაგრძელოთ ინვესტირება განათლებაში, ინფრასტრუქტურაში და შევქმნათ კიდევ უფრო ხელსაყრელი გარემო ბიზნესისთვის.
სხვა სიახლეები
Making Science Georgia-მ აქსელერაციის პროგრამის მე-10 ნაკადზე მიღება დაიწყო
30.03.2026.10:00
Making Science Georgia-მ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით დამწყები დეველოპერისთვის კარიერული ტრამპლინი გახდა, ამჯერად აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, AI-ს მიმართულებით.
აქსელერაციის პროგრამა არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება, სადაც მონაწილეებს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო.
დღეს, გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიურ კადრებზე დარგის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა კვლავ უპრეცედენტოდ მაღალია. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მკვეთრად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიების მიმართ ინტერესი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი კვლავ განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს, რადგან ბევრი დამწყებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ბარიერად რჩება.
Making Science Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. უკვე 5 წელზე მეტია, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში. პროგრამის მთავარი მიზანი კადრების პროფესიული ზრდა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. ამ მიზნის მიღწევას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს: გასული 5 წლის განმავლობაში პროგრამა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 480-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა რეალური სამსახურის შეთავაზება მიიღო.
რა სიახლეა მომდევნო აქსელერაციის პროგრამაში?
მეათე ნაკადი Making Science Georgia-სთვის პროგრამის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. 2026 წლისთვის აქსელერაცია სულ უფრო მეტად ერგება ბაზრის თანამედროვე რეალობას - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინტეგრაციას განვითარების პროცესში. ამ ნაკადის მონაწილეები შიდა პროექტებზე მუშაობენ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. პროგრამის ეს საეტაპო ციკლი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სრულად არის ადაპტირებული AI-ზე ფოკუსირებულ დეველოპმენტთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას: იყვნენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მზად არიან მრავალათასიან საერთაშორისო გუნდში ინტეგრაციისთვის.
მეათე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია:
თითოეულ მიმართულებას გამოცდილი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრასა და პროფესიულ ზრდაში.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებში და სურს, ეს ცოდნა პრაქტიკულ, ინდუსტრიულ გამოცდილებად აქციოს. Making Science Georgia-ს მთავარი ღირებულება სწორედ დასაქმების პერსპექტივაა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს ეძლევათ შანსი გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რაც გულისხმობს მუშაობას მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.
გარდა ტექნიკური უნარებისა, აქსელერაცია დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. Soft Skills-ის განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. სასწავლო პროცესის ნაწილია აგრეთვე მოქ ინტერვიუები - კანდიდატები გადიან ორ სიმულირებულ გასაუბრებას, რაც მათ რეალური სამსახურის მოძიებისთვის აუმჯობესებს მზაობას.
მეათე ნაკადზე მიღება 21 მარტიდან უკვე დაიწყო და აპლიკაციების მიღება 17 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შერჩევის რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, აუცილებელია განაცხადის შევსება კომპანიის ოფიციალურ პლატფორმაზე. ამას მოჰყვება ტექნიკური ტესტირება და გასაუბრება მენტორებთან, რათა განისაზღვროს კანდიდატის მზაობა და მოტივაცია.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: