მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ბოლო წლებში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო  ეკონომიკური ზრდა - ოთხი წლის განმავლობაში საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 9.5%-ზე მაღალი იყო. თუმცა, ამის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიურად ფინანსური სერვისების განვითარება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თემისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, როდესაც საუბარი შეეხება ქვეყნის განვითარებას და ინკლუზიურობას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რისი უმნიშვნელოვანესი გზაც თანამედროვე სამყაროში  სწორედ ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებაა. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ამ კუთხით საქართველო საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, რომლის საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში.

„მაგალითად, „გლობალ ფაინენს"-ის მიხედვით, „საქართველოს ბანკი" 2024 წელს აღიარებულ იქნა საუკეთესო ციფრულ ბანკად, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ბანკები არამხოლოდ ტრადიციულ სერვისებს, არამედ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ფინანსურ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებელს. თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო ბაზარი მხოლოდ საბანკო სერვისებით არ იყოს წარმოდგენილი და მაქსიმალურად ფართო შესაძლებლობები არსებობდეს სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის გამოყენების კუთხით. ამიტომ სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდროდ მუშაობს კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის დანერგვაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენცია, რომლის მიზანი ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ორგანიზებული. ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. 

როგორც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში სწორედ ცოდნაზე დამოკიდებულ და ცოდნასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ მიმართულებებს აქვს პერსპექტივა და შესაბამისად, ამ მიმართულებებში უნდა გახორციელდეს სტრატეგიული ინვესტიციები, რათა მომავალში ქვეყანას  კონკურენტუნარიანი ეკონომიკა ჰქონდეს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მთლიანად ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს მხარდაჭერა.

„ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს საკმაოდ აქტიური პოლიტიკა -  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. ბოლო წლებში ჩვენ დაახლოებით 45 მლნ ლარამდე დავხარჯეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდასაჭერად, შედეგად, ეკონომიკური ეფექტი დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს აღემატება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინტექების მიმართულება და წახალისება, რასაც ასევე ხელს უწყობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - 17 სტარტაპში  4 მლნ ლარამდე გვაქვს ინვესტირებული და მათ დაახლეობით 55 მლნ ლარზე მეტი მოიზიდეს. იმედი მაქვს, რომ ეს სტარტაპები მომავალში ძალიან წარმატებული იქნებიან, გაიზრდებიან და შეძლებენ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით,  ცვლილებები შედის ინოვაციების შესახებ კანონში, რაც ითვალისწინებს უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებს 10 წლის ვადით ინოვაციური სტარტაპებისთვის, მათ შორის ნულოვან საგადასახადო ტვირთს პირველი სამი წლის განმავლობაში. ასევე მიმდინარე წლიდან დაიწყება სტარტაპ აქსელერაციის ახალი საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად  მინიმუმ 160 სტარტაპს მოიცავს და უზრუნველყოფს თითოეული მათგანისთვის  200,000 ლარამდე დაფინანსების ხელმისაწვდომობას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა