GITA აცხადებს საგრანტო კონკურსს აქსელერატორებისთვის ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის" განსახორციელებლად
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს აქსელერატორებისთვის ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის" განსახორციელებლად
კონკურსი 2025 წლის 30 აპრილს დაიწყება და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების წარდგენაშესაძლებელია ელ.ფოსტის accelerator@gita.gov.ge საშუალებით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აქსელერატორებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განმცხადებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, მიწვეულნი იქნებიან ფიზიკურ გასაუბრებაზე შესარჩევი კომისიის წინაშე 2025 წლის 21-25 ივლისის პერიოდში ქ. თბილისში, საქართველოში. განმცხადებლების შეფასება მოხდება შესარჩევი კომისიის მიერ ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად (ჯამში 100 ქულა):
შერჩეული აქსელერატორები მიიღებენ გრანტს ,,ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” განსახორციელებლად. საგრანტო ხელშეკრულების ხანგრძლივობა იქნება ოთხი წელი, რომელიც განახლდება ყოველწლიურად. პროგრამის განხორციელება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2026 წლის იანვრისა.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს, რომელიც 13, 29 და 12 ივნისს, 20:00 საათზე ჩატარდება.რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/7itjUXzP2SNKms276
(მოწვევა გაიგზავნება ონლაინ საინფორმაციო დღემდე 24 საათით ადრე)
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.