მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები, აჭარის რეგიონში, ახალ ინტერაქციულ სივრცეში „სტარტაპ ბათუმი“ გამოვლინდნენ

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები აჭარის რეგიონში გამოვლინდნენ. 

 

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ახლადგახსნილ ინტერაქციულ სივრცეში "სტარტაპ ბათუმი", რომელიც შექმნილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის - „მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი – ბათუმი: ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი  განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის-M4EG" ფარგლებში.

 

სივრცის ოფიციალური გახსნა საგრანტო პროგრამის დაჯილდოების ღონისძიებამდე შედგა. პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის, როგორც სტარტაპ დედაქალაქის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ეკოსისტემის გაძლიერებითა და ინოვაციური გარემოს განვითარებით. ახალი ჰაბის ერთობლივ მართვას უზრუნველყოფენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკი.

აჭარის რეგიონში საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებული პროექტებია: 

 

• სულიკო AI - AI ხელსაწყო ეხმარება კომპანიებსა და სათარჯიმნო ბიუროებს დოკუმენტების თარგმნასა და თარგმნის ხარისხის შემოწმებაში. 

• ქარსფეარი - პროექტის ფარგლებში იგეგმება ავტომობილების (ავტო პარკის) მენეჯმენტის სისტემის შექმნა, რომელიც დაეხმარება მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს საკუთარი ავტომობილების მონაცემების კონტროლში 

• Courtmaster-ის მიზანია უზრუნველყოს ბავშვთა კალათბურთის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია და მოთამაშეების პერფორმანსისა და თამაშის სტატისტიკური ანალიზი

• კლიქს - სტარტაპი ეხმარება საშუალო და დიდი ზომის E-commerce და Retail კომპანიებს, კონვერსიის 30%-ით გაზრდაში, მარკეტინგული თამაშებისა და პროგნოზირებადი ავტომიზაციის სისტემით. 

• ბაიტფოლიო - სტარტაპის მიზანია, რევოლუცია მოახდინოს კულინარიულ სფეროში, დინამიური პლატფორმის უზრუნველყოფით, რომელიც აკავშირებს ყველა დონის კულინარიის მოყვარულს. 

• საზრისი/Sazrisi - პროექტის მიზანია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის და მათ აკადემიურ მოსწრებაზე მორგებული გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები.

 

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. 

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს აღნიშნული პროგრამა განხორციელდა საქართველოს 11 რეგიონში და გამოვლინდა 42 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

 

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს  10 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა  ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

 

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა