მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

GITA - სა და StrategEast-თან პარტნიორობით, NVIDIA AI სტარტაპებისთვის საინფომრაციო შეხვედრას გამართავს

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და StrategEast (სთრათეჯისთი) NVIDIA-თან თანამშრომლობით, AI სტარტაპებს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე ეპატიჟება. StrategEast-ის (სთრათეჯისთის) მორიგი მნიშვნელოვანი ინიციატივა სტარტაპებს დაეხმარება ბიზნესისა და პროდუქტის განვითარებაში. 

NVIDIA-თან შეხვედრა 30 ივლისს, 5 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, სადაც საუბარი იქნება NVIDIA-ს პროგრამებსა და მასში გაწევრიანების შესაძლებლობებზე. შეხვედრის მოწვეული სტუმარი NVIDIA-ს წარმომადგენელი ანდრეი გოლფეტო სტარტაპებს NVIDIA Inception-ის გლობალურ პროგრამას გააცნობს, რომელიც განკუთვნილია AI პროდუქტებზე მომუშავე სტარტაპებისთვის, მასში გაწევრიანება უფასოა.

NVIDIA Inception-ის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს:

  • ტექნიკურ მხარდაჭერას და წვდომას NVIDIA-ს დეველოპერულ რესურსებზე
  • ფასდაკლებებს ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე
  • ქლაუდ კრედიტებს პარტნიორი პლატფორმებიდან
  • წვდომას ვენჩურულ ინვესტორთა ქსელზე
  • მონაწილეობას ექსკლუზიურ ღონისძიებებსა და გლობალურ ინოვაციურ ქსელში

StrategEast წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას ცენტრალური ევრაზიის ქვეყნებში. ორგანიზაცია თანამშრომლობს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, სამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორთან, რეგიონში ინოვაციური პოტენციალის განვითარებისა და რეგიონის გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან ინტეგრაციის მიზნით.

ღონისძიებაზე დასწრების სარეგისტრაციო ბმული
https://t1z9b.share.hsforms.com/2Rd2JrZl6RDiMYEISnwd1zg

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა