მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.1
-0.0053
flag
AZN 1.5528
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0009
flag
EUR 3.0167
0.002
flag
GBP 3.5324
0.0102
flag
KZT 56.25
0.0042
flag
TRY 0.0563
-0.0001
flag
USD 2.6393
-0.001
news banner

GITA, საქართველოს ბანკთან და ლინეიტთან თანამშრომლობით, CodeIT - ის მეორე ეტაპს იწყებს

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო  საქართველოს ბანკთან და ლინეიტთან თანამშრომლობით, 2024 წლის 19 თებერვლიდან იწყებს პროექტის CodeIT- ის მეორე ეტაპს. პროგრამირების სასწავლო კურსი 14-18 წლის სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მთავარი მიზანი სკოლის მოსწავლეებში პროგრამირებისა და კოდირების მიმართულების პოპულარიზაციაა.

CodeIT - ის პირველი ეტაპის ფარგლებში 190-მდე მოსწავლემ გაიარა სასწავლო კურსი. პროცესი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც პროექტის მონაწილეები Peer to Peer სასწავლო მოდელის მიხედვით  რვა ტექნოპარკში ერთდროულად სწავლობდნენ Front End Development-ის საწყისებს, მუშაობდნენ ჯგუფებში, საბოლოოდ კი წარადგინეს ფინალური პროექტები. ტრენინგის  განსხვავებული, ჰიბრიდული ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, მონაწილეებს სატრენინგო სივრცეში ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ ჯგუფთან და, ასევე, დისტანციურად უკავშირდებოდნენ ტრენერსა და ტრენინგის  დანარჩენ მონაწილეებს სხვა ლოკაციებიდან.

2024 წელს სასწავლო კურსზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ოთხი მოდული - HTML – CSS; Javascript; Next.js -React Framework, Designit. CodeIT  პირველი მოდულის მონაწილეების შერჩევა ხდება სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე, სადაც მოწმდება მათი მოტივაცია, ინტერესი და ზოგადი ლოგიკური აზროვნება. პირველი მოდულის წარმატებით დასრულების შემდგომ, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა მეორე მოდულზე. იმ რაოდენობას კი, რომელმაც დატოვა პროექტი, ანაცვლებს ახალი ბენეფიციარები, ტესტისა და აპლიკაციის გადარჩევის შემდგომ.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე https://forms.office.com/e/qmyh3UVrka - რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი.


ცნობისთვის, კომპანია ლინეიტი:


„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში,პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან, კომპანიას აშშ-სა და ევროპაში განხორციელებული აქვს 920 პროექტი. კომპანია Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს The New york Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals, 33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და სხვა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - GITA-ს თავმჯდომარე

11.06.2026.13:30

საქართველო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან, თავისუფლებებიდან გამომდინარე უცხოურ ტალანტებს იზიდავს, - ამის შესახებ შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ  სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. 

„მოგეხსენებათ, რომ სან-ფრანცისკო და, ზოგადად, სილიკონის ველი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, იქ გენერალური საკონსულოთი ვართ წარმოდგენილი და, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაინახა ამ საკონსულოს იმგვარი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწორედ ინოვაციების ხაზით დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სან-ფრანცისკოში აბსოლუტურად ყველა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და ინვესტიციებიც ამ მიმართულებით მიდის, ასეთ პროექტებს ბევრად მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე.

მე მქონდა პირადი შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის პრეზენტაცია გამეკეთებინა, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი უზრუნველყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვედგინა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ტალანტი - საქართველოში ხელმისაწვდომი და, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კადრების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან და, ზოგადად, თავისუფლებებიდან გამომდინარე, უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს.

მოგეხსენებათ, 30 000-მდე უცხოელი IT სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაშია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ზრდის ახალ თაობასა და სტარტაპ ეკოსისტემას. ის შედეგები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აჩვენა - როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ყოველ ლარზე კერძო სექტორმა 17-ჯერ მეტი ინვესტიცია განახორციელა და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში 4 000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, საითკენაც ინვესტორებმა უნდა იყურონ. ჩემს გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს ვუთხარი: ახლა არის დრო, შეხედოთ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა იქმნება თბილისში. თუ ისინი დააგვიანებენ, დაკარგავენ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ მომავლის ახალ, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ამ სფეროშიც დიდია კონკურენცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა