იაპონიის მაღალი დონის დელეგაციას GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა, რაც საქართველო-იაპონიის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.
იაპონური დელეგაციის ხელმძღვანელია იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ვაჭრობის პოლიტიკის ბიუროს დირექტორი ბატონი იშიი ჰიდეჰიკო. ვიზიტის ფარგლებში ორივე ქვეყანამ წარმოადგინა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის შესახებ ამომწურავი პრეზენტაციები.
იაპონიის დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ინოვაციური პროექტების განხილვას, ტექნოლოგიურ და ბიზნეს სფეროში კოლაბორაციის გაძლიერებას და დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სააგენტოს წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორის ლიდერებთან და ინოვაციური სტარტაპების დამფუძნებლებთან.
იაპონური დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მრავალწლიან ისტორიას და ხაზს უსვამს ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში კოლაბორაციის პერსპექტივებს.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.