მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ილონ მასკმა აამუშავა რობოტაქსი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს, თუმცა ავტომობილებს Tesla-ს თანამშრომლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლიათ

news image
mbc image

ილონ მასკის კომპანიამ Tesla ტეხასში უპილოტო რობოტაქსი აამუშავა. საუბარია სულ ორიოდე ათეულ Model Y-ის ელექტრომობილზე, რომლებიც ოსტინის ერთ-ერთ პატარა უბანში მუშაობენ.

თუ მგზავრი დანიშნულების წერტილად ამ ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ადგილს მიუთითებს, ტაქსი მას მხოლოდ ზონის საზღვრამდე მიიყვანს. მანქანის გამოძახება შესაძლებელია დილის 6 საათიდან შუაღამემდე, თუმცა მოქმედებს დამატებითი შეზღუდვებიც. მაგალითად, რობოტაქსი არ მუშაობს ცუდ ამინდში და მის მარშრუტზე არ უნდა იყოს არც ავტომაგისტრალები და არც რთული გზაჯვარედინები.

რობოტაქსების მართვისთვის გამოიყენება კამერებისა და ხელოვნური ინტელექტისგან შემდგარი სისტემა, რომელიც გზაზე არსებულ ვითარებას აანალიზებს.

ამასთან მასკის რობოტაქსი ბოლომდე უპილატო არ არის - ამ ეტაპზე ყოველ ავტომობილში Tesla-ს თანამშრომელი ზის, რომელიც უსაფრთხოებას აკონტროლებს.

მედიაში წერენ, რომ პროექტის ტესტირების პროცესში Tesla თავის მხარდამჭერ ინფლიუენსერებს იყენებს. ამასთან, უკვე დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რობოტაქსი მოძრაობის წესებს არღვევს, არ ითვალისწინებს საგზაო ნიშნებს. 

შესაბამისი სააგენტოები ამ ინციდენტების შესახებ ინფორმირებულები არიან და ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას აგროვებენ, რათა შეაფასონ რამდენად სერიოზულია დარღვევები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა