მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

IT რეზიდენტობა საქართველოში უფრო მეტ უცხოელ მაღალანაზღაურებად სპეციალისტს მოიზიდავს - ვაკო თურნავა

news image
mbc image

ჩვენი მოლოდინია, რომ 2-3 წელიწადში ის მაჩვენებლები რაც დღეს გაქვს გაორმაგდეს, - აცხადებს პარლამენტს წევრი ვაკო თურნავა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ხშირად ისეთი კანონპროექტების ავტორია რაც ქვეყანაში ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას და IT სექტორში საქართველოდან მომუშავე მეტი უცხოური კომპანიის, თუ ფიზიკური პირის ჩართულობას ითვალისწინებს. 

როგორც ვაკო თურნავა აცხადებს, უცხოელი IT სპეციალისტებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთი მაგალითია იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოდან ბევრმა გამოცდილმა IT სპეციალისტმა იმუშაოს და თან იცხოვროს. 

„დღეს მსოფლიოში IT სექტორი არის ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი და მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ მათ ემიგრაციას ხელი შეუწყონ თავიანთ ქვეყანაში. ეს სექტორი ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ ონლაინ იმუშაონ და რაღამც ონლაინ მუშაობენ ეს ადამიანები ირჩევენ საუკეთესო ქვეყნებს, სადაც უნდათ რომ თან იცხოვრონ და თან იმუშაონ. ამისათვის კი ყურადღება ექცევა ქვეყნებს, სადაც უსაფრთხო გარემოა, კარგი კლიმატია და სადაც კომფორტულად გრძნობენ თავს. ხშირად მიდიან ბალიზე. თუმცა ჩვენი, მთავრობის და სახელმწიფოს მიზანია, რომ ეს ხალხი ჩვენ დავპატიჟოთ ქვეყანაში, სადაც ისინი შეძლებენ ცხოვრებას და შესაბამისად თანხის აქ დახარჯვას. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავამატოთ IT რეზიდენტობა. ჩვენი მთავრობა და ქვეყანა არის ბევრად მოქნილი და წინ ვიხედებით - გაციფრულება ქვეყნის და ზოგადად ციფრული სამყარო ეს მომავალია. ვიცით, რომ ეს მიშვნელოვანია და ამიტომ ყველა ტექ კომპანია და მათ შორს ტექ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში ვეპატიჟებით. ამისთვის რამდენიმე წლის უკან მთავრობამ შეიმუშავა საერთაშორისო სტატუსი, რამაც საქართველოში 150-მდე უცხოური კომპანიის შემოსვლა განაპირობა, რომლებიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობენ. უკვე საქართველოში ვეპატიჟებით ცალკეულ ფრილანსერებსაც, რომელთაც შეუძლიათ, რომ ინგლისში იმუშაოს კარგ კომპანიაში და ჩვენს ქვეყანაში იცხოვროს და აქედან გაუწიოს მათ მომსახურება. ეს კარგია არა მხოლოდ კონკრეტულად ამ ადამიანისთვის და ეკონომიკისთვის, მას აქვს სხვა ეფექტებიც - ჩვენს ქვეყანაში დაილექება ცოდნა. ასევე პრესტიჟის მიმართულებითაც კარგია, რადგანაც საქართველოდან იმუშავებს ეს ნიშნავს, რომ მათ იციან, რომ პროფესიონალებმა აქედანაც იმუშაონ და შემდეგ ქართველი, რომ დაიწყებს იგივე კომპანიაში მუშაობას და ეტყვის, რომ საქართველოდან გემუშავები, მისთვის ეს უკვე ნაცნობი ქვეყანაა  და ადგილია. ასევე ნაცნობ ქვეყანაში ჩარიცხავს თანხას, ხელფასს ვგულისხმობ. ზოგადად ეს ადამიანები საკუთარი შემოსავლის 40-45%-ის იმ ქვეყანაში ხარჯავენ, საიდანაც მუშაობენ.

ჩვენ საქართველოში ყველას არ ვეპატიჟებით, ვეპატიჟებით მათ ვისაც წლიური ხელფასი 25 ათას დოლარზე მეტი აქვთ, რაც ამ სფეროში უკვე თითქმის ბევრს აქვს“, - აცხადებს ვაკო თურნავა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა