მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

„კავეასთან“ პარტნიორობით, მოხდება IT სექტორის პოპულარიზაცია - ლინეიტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი

news image
mbc image

Lineate-მა „კავეა+“-ის  სერალი „ცვალებადი ნიშნების“ ერთ-ერთი გმირის სტარტაპი რეალობად აქცია და “კოდის გამავრცელებელი საზოგადოება” შექმნა

კოდირების უზარმაზარ სამყაროში ეს არის ადგილი, სადაც ყველა დამწყებ და უფროს დეველოპერს შეუძლია საკუთარ კითხვებზე პასუხის პოვნა. ჯგუფი წარმოადგენს უსაფრთხო სივრცეს რჩევების მისაღებად, გამოწვევების გასაზიარებლად და გამარჯვებების აღსანიშნავად. აქ შეძლებთ იხილოთ: რეგულარული რჩევები; პოსტები კოდირების კონცეფციების, საუკეთესო პრაქტიკისა და მოსახერხებელი ხელსაწყოების შესახებ; ჯგუფური დისკუსიები და ა.შ…

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ლინეიტის  ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე აცხადებს, ჯგუფში გაწევრიანება უკვე შესაძლებელია და უახლოეს პერიოდში საინტერესო და მრავლისმომცველი კონტენტის მიწოდებას დაიწყება.

 „Lineate ქართული სერიალის „ცვალებადი ნიშნების“ სპონსორი გახდა, სადაც პირველ სეზონში სერიალის ერთ-ერთ პერსონაჟს ჰქონდა იდეა, გაეკეთებინა კოდის წერის გამავრცელებელი საზოგადოება, მსგავსად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, რომელიც დაარსა დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა.

Lineate-მა კი გადაწყვიტა სერიალის პერსონაჟის იდეა რეალობად ექცია - სწორედ, ამიტომ შევქმენით ჯგუფი, სადაც დამწყები ან უკვე შემდგარი პროგრამისტები გაერთიანდებიან და ჩვენ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით გავზარდოთ ინდუსტრიის ცნობადობა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ასევე, იქნება პლატფორმა, სადაც ეს ადამიანები ერთმანეთთან აზრებს გაცლიან. ვიღაცას შესაძლოა დახმარება სჭირდებოდეს კოდის წერისას ან პროექტზე მუშაობისას - მათ დახმარებას ჯგუფის წევრები სწრაფად შეძლებენ. ჩვენი თანამშრომლები ჯგუფის წევრები იქნებიან, საუბარი მაქვს ტექ ინდუსტრიის წამყვან ინჟინერებზე.  ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ჯგუფის საქმიანობაში. ეს პლატფორმა შეიქმნა განათლების დონის ამაღლების კუთხით, რისთვისაც ჩვენი მხრიდან მომზადდება შესაბამისი კონტენტი.

ჩვენთვის პირველ რიგში ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოხდება სექტორის პოპულარიზაცია. რათა მეტმა ადამიანმა ამ მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა და ასევე ვიპოვოთ საინტერესო ადამიანები სამომავლო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

“კოდის გამავრცელებელი საზოგადოების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა