„კავეასთვის“ Lineate-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანია - „ცვალებადი ნიშნების“ გენერალური პროდიუსერი
კომპანია Lineate „კავეას“ სერიალის „ცვალებადი ნიშნების პარტნიორი გახდა.
სერიალის გენერალური პროდიუსერი მაია სიხარულიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ „კავეასთვის“ Lineate-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანია.
„მოხარულები ვართ, რომ Lineate-მა სწორი აქცენტები გააკეთა და გახდა სერიალი „ცვალებადი ნიშნების“ პარტნიორი, რადგან, ეს არის თანამედროვე თაობისა და ამ ეპოქის მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი პროექტი“, - ამბობს მაია სიხარულიძე.
მისი თქმით, „კავეასა“ და Lineate -ს პარტნიორობა მნიშვნელოვანია, ტექ ინდუსტრიასთან მიმართებით, სადაც Lineate ლიდერი კომპანიაა.
„სერიალს უყურებს სწორედ ის აუდიტორია, რომლის ინტერესის სფეროა ციფრული სამყარო. მნიშვნელოვანია, რომ ამ სერიალისა და Lineate -ს თანამშრომლობის შედეგად IT ინდუსტრიასთან მიმართებით ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, მივესალმებით იმას, რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ სწორედ ჩვენ სერიალზე შეაჩერა არჩევანი და ახალგაზრდებს ამ სერიალის მეშვეობით მისცემს ძალიან დიდ ინფორმაციასა და ცოდნას“, - ამბობს მაია სიხარულიძე.
საგულისხმოა, რომ სერიალი „ცვალებადი ნიშნების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი IT სპეციალისტია, რომელიც სცენარის მიხედვით Lineate-ში დასაქმდა.
„სერიალში კარგად ჩანს ის ინფრასტრუქტურა, საფეხურები, ეტაპები, რაც არის გასავლელი იმისთვის, რომ ის ადამიანები ვისაც აინტერესებთ ტექ ინდუსტრია, ხვალ Lineate-ში დასაქმდნენ.
„ცვალებად ნიშნებში“ კარგად ჩანს, რა ტიპის ცოდნა უნდა ჰქონდეთ Lineate-ში დასაქმების მსურველებს და ამის შესახებ სერიალის გმირი თავის პირად გამოცდილებას უზიარებს მაყურებელს“, - ამბობს სერიალის გენერალური პროდიუსერი.
“კოდის გამავრცელებელი საზოგადოების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.