მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად IT სფეროში დასაქმებული უცხოელი პირის წლიური ხელფასი $25 000-ზე ნაკლები არ უნდა იყოს

news image
mbc image

უცხოელ IT სპეციალისტებს, რომელთაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღება სურთ, ახალი რეგულაციის მიხევდით მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. 

მთავრობამ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც  IT სპეციალისტებს დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაუდგინათ.

საქართველოს მთავრობის  №389  დადგენილებაში აღნიშნულია, რომ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტ უცხოელზე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვისმოსაპოვებლადუცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდი;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ამ წესის 125 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;

ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა