ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ინვესტიციაა ჩვენი ქვეყნის მომავალში და ის ტალანტების მიზიდულობის ცენტრი გახდა - ავთანდილ კასრაძე
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ინვესტიციაა ჩვენი ქვეყნის მომავალში და შესაბამისად ის ქართული ტალანტის მიმართულებით ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი გახდა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოსინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის ცენტრთან მიმართებაში თანამშრომლობა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან იგეგმება.
„სწორედ საუკეთესო ქულებით ხვდებიან სტუდენტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. შესაბამისად ჩვენ მათთან ხელოვნური ინტელექტის ცენტრთან მიმართებაში ვთანამშრომლობთ“, - აცხადებს კასრაძე.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.