მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

Lineate ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორ სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს

news image

Lineate-ის მთავარი ტექნიკური ოფიცრის ჰარისონ გრინ ფიშბექის ინფორმაციით, კომპანია ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორ სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს შერჩევის ეტაპი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ორი საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KIU ) სწავლაLineate 4 წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსებს.

,,მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და Lineate-ის პარტნიორობით სტიპენდია გადავცეთ 2 სტუდენტს. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ მათ ექნებათ ჩვენს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ჩვენთვისაც როგორც კომპანიისთვის, რადგან ასეთი გადაწყვეტილებების შედეგად Lineate კიდევ უფრო იზრდება. ტექნოლოგიების გარეშე რთულია და ფაქტობრივად, სტუდენტებისთვის განვითარების, კარიერული ზრდისა და წარმატებისკენ უკეთესი გზა ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა ჰარისონ ფიშბექმა.

კომპანია Lineate Georgia- რეგიონული დირექტორის გიორგი ციკოლიას განცხადებით, საქართველოში IT ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება.

საქართველოს მასშტაბიდან გამომდინარე ქვეყანაში მილიარდი დოლარის მოცულობის ინდუსტრიის შექმნა 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ინდუსტრია კარგად ვითარდება. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის საქმიანობის 18 თვის შედეგებით კმაყოფილი ვართ. იზრდება კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა, ასევე მათი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში. გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს განათლების სექტორში. საშუალება მივეცით სტუდენტებს შეიძინონ პროფესია და შეძლონ წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე“,- აცხადებს Lineate Georgia- ხელმძღვანელი გიორგი ციკოლია. მისივე თქმით, კომპანიაში პირველივე დღიდანვე არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შიდა კადრების მომზადება ხდება.

ჩვენი კომპანიის თანამშრომლების 70% ამ პროგრამის კურსდამთავრებულია და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით კომპანია კიდევ გაფართოვდეს და კარი გაუხსნათ ყველა იმ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. სტუდენტების შერჩევა აპლიკაციით ხდება. პირველ სასწავლო კურსში მონაწილეობის სურვილი 600-მა სტუდენტმა გამოთქვა, საიდანაც 25 შევარჩიეთ. აქედან 6 ანაზღაურებად სტაჟირებაზე ავიყვანეთ. დღეს ისეთი რეალობის წინაშე ვართ, რომ მათ სრულ განაკვეთზე შევთავაზებთ სამსახურს“, - აცხადებს ციკოლია.

Lineate-ის შესახებ:

Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს news banner

ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image Making Science Georgia-მ აქსელერაციის პროგრამის მე-10 ნაკადზე მიღება დაიწყო

30.03.2026.10:00

Making Science Georgia-მ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით დამწყები დეველოპერისთვის კარიერული ტრამპლინი გახდა, ამჯერად აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, AI-ს მიმართულებით.

აქსელერაციის პროგრამა არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება, სადაც მონაწილეებს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო.

ბაზრის გამოწვევები და 5 წლიანი გამოცდილება

დღეს, გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიურ კადრებზე დარგის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა კვლავ უპრეცედენტოდ მაღალია. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მკვეთრად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიების მიმართ ინტერესი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი კვლავ განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს, რადგან ბევრი დამწყებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ბარიერად რჩება.

Making Science Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. უკვე 5 წელზე მეტია, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში. პროგრამის მთავარი მიზანი კადრების პროფესიული ზრდა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. ამ მიზნის მიღწევას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს: გასული 5 წლის განმავლობაში პროგრამა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 480-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა რეალური სამსახურის შეთავაზება მიიღო.

რა სიახლეა მომდევნო აქსელერაციის პროგრამაში?

მეათე ნაკადი Making Science Georgia-სთვის პროგრამის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. 2026 წლისთვის აქსელერაცია სულ უფრო მეტად ერგება ბაზრის თანამედროვე რეალობას - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინტეგრაციას განვითარების პროცესში. ამ ნაკადის მონაწილეები შიდა პროექტებზე მუშაობენ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. პროგრამის ეს საეტაპო ციკლი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სრულად არის ადაპტირებული AI-ზე ფოკუსირებულ დეველოპმენტთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას: იყვნენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მზად არიან მრავალათასიან საერთაშორისო გუნდში ინტეგრაციისთვის.

რა მიმართულებებს მოიცავს პროგრამა?

მეათე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია:

  • AI
  • Front-end & Back-end Development
  • Mobile Development (iOS, Android)
  • Data Analytics & AI Solutions
  • Quality Assurance (QA)

თითოეულ მიმართულებას გამოცდილი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრასა და პროფესიულ ზრდაში.

ვისთვის არის აქსელერაცია და რა არის მთავარი ბენეფიტი?

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებში და სურს, ეს ცოდნა პრაქტიკულ, ინდუსტრიულ გამოცდილებად აქციოს. Making Science Georgia-ს მთავარი ღირებულება სწორედ დასაქმების პერსპექტივაა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს ეძლევათ შანსი გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რაც გულისხმობს მუშაობას მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.

გარდა ტექნიკური უნარებისა, აქსელერაცია დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. Soft Skills-ის განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. სასწავლო პროცესის ნაწილია აგრეთვე მოქ ინტერვიუები - კანდიდატები გადიან ორ სიმულირებულ გასაუბრებას, რაც მათ რეალური სამსახურის მოძიებისთვის აუმჯობესებს მზაობას.

როგორ მოვხვდეთ პროგრამაში?

მეათე ნაკადზე მიღება 21 მარტიდან უკვე დაიწყო და აპლიკაციების მიღება 17 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შერჩევის რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, აუცილებელია განაცხადის შევსება კომპანიის ოფიციალურ პლატფორმაზე. ამას მოჰყვება ტექნიკური ტესტირება და გასაუბრება მენტორებთან, რათა განისაზღვროს კანდიდატის მზაობა და მოტივაცია.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.makingscience.com/acceleration-program/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა