მაია მელიქიძე | საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე ტენდენციები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა | შეჯამება გიორგი აბაშიშვილი
#businessinsidergeorgia-ს სტუმარი მაია მელიქიძე | GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი
მე-12 მინისტერიალი | შეფასება
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე ტენდენციები
ჰიდროელექტროსადგურების განვითარება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის
განახლებად ენერგია და საქართველოს ენერგეტიკული მომავალი
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის
საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას
როგორია GREDA-ს 2026 წლის პრიორიტეტები
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.