როგორ გეგმავს Making Science Georgia გლობალურ გაფართოებას - კომპანიის 2026 წლის მიზნები
2025 წელი Making Science Georgia-ისთვის სტაბილური განვითარებისა და დასახული სტრატეგიული მიმართულებების რეალიზაციის წელი აღმოჩნდა. გლობალური ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, კომპანია აგრძელებს AI-სა და Machine Learning-ზე დაფუძნებული სერვისების გაძლიერებას, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდასა და ქართული ტალანტის ინტეგრაციას გლობალურ პროექტებში.
2026 წლისთვის კი Making Science Georgia მიზნად ისახავს Generative AI-ის მიმართულებით ლიდერობის განმტკიცებას, გეოგრაფიული გაფართოებისა და ინოვაციურ ტექნოლოგიებში ინვესტირების გზით.
როგორ აჯამებს კომპანია 2025 წელს და რა არის 2026 წლის მისი მიზნები, Business Insider Georgia კომპანია Making Science Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორს თემო მაღრაძეს ესაუბრა
- როგორ აფასებს კომპანია Making Science Georgia 2025 წელს კომპანიის ზრდის და განვითარების ძირითად მაჩვენებლებს და წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზები რამდენად თანხვედრაშია დღევანდელ მოცემულობასთან?
- Making Science, როგორც საერთაშორისო კომპანია, რომელიც საქართველოში Making Science Georgia-ს სახელით ოპერირებს, 2025 წელს ზრდის ძირითად მაჩვენებლებს ძალიან პოზიტიურად აფასებს. წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზები, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური გამოწვევებისა, თანხვედრაშია მიმდინარე მოცემულობასთან - როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით.
ეს წარმატება განპირობებულია, პირველ რიგში, ძლიერი გუნდითა და საერთაშორისო მხარდაჭერით.
- თქვენს მაგალითზე, რომელ მიმართულებებში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ზრდა (მაგ. AI, მონაცემთა ანალიტიკა, პროგრამული უზრუნველყოფა) 2025 წელს და როგორია დაკვირვება იცვლება თუ არა ბოლო წლებში მომხმარებელთა მოთხოვნები?
- 2025 წელს ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა AI-ისა და Machine Learning-ის მიმართულებით. ჩვენი კლიენტები, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, აქტიურად ეძებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოახდენს მათი ოპერაციების ოპტიმიზაციას და შექმნის პერსონალიზებულ მომხმარებლის გამოცდილებას. ჩვენი AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მარკეტინგული ტექნოლოგიების სფეროში, ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.
ყურადსაღებია, რომ ბოლო წლებში მოთხოვნები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე აქცენტი კეთდებოდა უბრალოდ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, დღეს მოთხოვნა არის სრულ ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიაზე, სადაც AI, მონაცემები და კიბერუსაფრთხოება ინტეგრირებულია ერთ მთლიანობაში. მომხმარებელს სჭირდება არა მხოლოდ კოდი, არამედ კომპლექსური ბიზნეს შედეგები.
- როგორ აფასებთ თქვენს კომპანიას და მის ზრდას ქართულ ბაზარზე სხვა ადგილობრივ IT სერვის პროვაიდერებთან შედარებით?
- Making Science Georgia-ს მთავარი მიმართულება საერთაშორისო ბაზარია. მიუხედავად მსოფლიოში არსებული არცთუ ისე მარტივი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებისა, ჩვენი კომპანიის განვითარება და ზრდა სტაბილურია, ხოლო საქართველოდან გაწეული სერვისების ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.
ჩვენი კომპანია სერვისს უწევს ევროპასა და ამერიკაში არსებულ მსხვილ კომპანიებს. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, ვიმუშაოთ ქართულ ბაზარზეც და ვიყოთ გამორჩეული ჩვენი უნიკალური ჰიბრიდული მოდელით, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
გლობალური გამოცდილება ადგილობრივი ტალანტით: ჩვენ ვართ საერთაშორისო ჰოლდინგის ნაწილი, რაც გვაძლევს წვდომას მსოფლიო მასშტაბის ცოდნაზე, ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და უმსხვილეს საერთაშორისო პროექტებზე.
ფოკუსი ექსპორტზე: ჩვენი ბიზნეს მოდელი ძირითადად ორიენტირებულია მაღალი ღირებულების IT სერვისების ექსპორტზე, რაც საქართველოს ეკონომიკას საერთაშორისო ვალუტით ამარაგებს.
- რა როლი ჰქონდა 2025 წელს აქსელერაციის პროგრამებსა და ახალგაზრდების ჩართულობაში კომპანიის ზრდასა და ხარისხში?
- ბოლო 5 წელიწადზე მეტია, ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი ანაზღაურებადი აქსელერაციის (სასწავლო) პროგრამა ჩვენი ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
სახელმწიფო სამსახურებთან, დონორებთან, კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან პარტნიორობითა და მათი ხელშეწყობით, ჩვენ შევძელით ასობით ახალგაზრდა ტალანტის გადამზადება და მათი ჩართვა რეალურ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში. ახალგაზრდა კადრების ჩართვა უზრუნველყოფს კომპანიის ინტელექტუალური რესურსების მუდმივ განახლებასა და სიახლეების სწრაფ დანერგვას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი სერვისების ხარისხზე.
ჩვენი კომპანია მომავალშიც გეგმავს აქსელერაციის პროგრამის განვითარებას და დიდი აქცენტი კეთდება AI-ისა და Machine Learning-ის მიმართულების გაძლიერებაზე.
- რა მიგაჩნიათ Making Science Georgia-ს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად ბაზარზე?
- ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რამდენიმე ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება:
ტექნოლოგიური სინერგია: ჩვენ წარმოვადგენთ კომპანიას რეგიონში, რომელიც აერთიანებს AI-ს, მონაცემთა ინჟინერიასა და ციფრულ მარკეტინგს. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანია, არამედ ვართ ბიზნესის ზრდის ტექნოლოგიური პარტნიორი.
Google-ის პრემიუმ პარტნიორობა: Google-თან ჩვენი უმაღლესი დონის პარტნიორობა გვაძლევს ექსკლუზიურ წვდომას მოწინავე ტექნოლოგიებზე და საშუალებას გვაძლევს, ეს ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობისას.
ადამიანური კაპიტალი: მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი ინჟინრები, რომლებსაც გლობალური პროექტების შესრულების გამოცდილება აქვთ.
- რა სტრატეგიული მიზნები აქვს Making Science Sweeft-ს 2026 წლისთვის?
- 2026 წლისთვის Making Science Georgia-ს მთავარი სტრატეგიული მიზანია AI სერვისების განვითარება. აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევძლოთ და გავხდეთ ლიდერი AI-სა და Generative AI-ს გადაწყვეტილებების დანერგვაში.
ძალზე მნიშვნელოვანია ასევე გეოგრაფიის გაფართოება, რაც გულისხმობს მეტი კლიენტის მოზიდვას გლობალურ ბაზარზე, მეტ შესაძლებლობას და მეტ დასაქმებულს. ეს კი პირდაპირ აისახება საქართველოდან IT ექსპორტის ზრდაზე.
ICT ასოციაციასთან და ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, მომდევნო წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს პოზიციის გამყარება წარმოადგენს, როგორც რეგიონალური ტექნოლოგიური ტალანტების ერთ-ერთი მთავარი ცენტრის.
- რომელ მიმართულებებზე გეგმავთ ინვესტიციას, რომ კომპანიის სერვისები უფრო ინოვაციური და კონკურენტუნარიანი გახდეს?
- ჩვენი კომპანია ინვესტიციებს განახორციელებს ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, რომლებიც არის:
Generative AI-ის კვლევა და განვითარება: მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ახალი პროდუქტები, რომლებიც დაფუძნებული იქნება ხელოვნურ ინტელექტსა და ავტომატიზაციაზე. ეს ჩვენს კლიენტებს უპრეცედენტო კონკურენტულ უპირატესობას მისცემს.
კიბერუსაფრთხოება: ეს მიმართულება გლობალურ ბაზარზე ძალიან ბევრი კომპანიისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად ითვლება, რადგან ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად კიბერ რისკებიც იზრდება.
ადგილობრივი IT კადრების განვითარება: კომპანია ინვესტირებას მოახდენს ტრენინგ პროგრამების, სერტიფიკაციებისა და მენტორობის გაღრმავებაში. ეს უზრუნველყოფს, რომ ჩვენი გუნდი მუდმივად იყოს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაქსიმალურად მეტი ქართველი ახალგაზრდა დასაქმდეს მსოფლიო ბაზარზე.
სხვა სიახლეები
Making Science Georgia-მ აქსელერაციის პროგრამის მე-10 ნაკადზე მიღება დაიწყო
30.03.2026.10:00
Making Science Georgia-მ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით დამწყები დეველოპერისთვის კარიერული ტრამპლინი გახდა, ამჯერად აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, AI-ს მიმართულებით.
აქსელერაციის პროგრამა არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება, სადაც მონაწილეებს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო.
დღეს, გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიურ კადრებზე დარგის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა კვლავ უპრეცედენტოდ მაღალია. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მკვეთრად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიების მიმართ ინტერესი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი კვლავ განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს, რადგან ბევრი დამწყებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ბარიერად რჩება.
Making Science Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. უკვე 5 წელზე მეტია, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში. პროგრამის მთავარი მიზანი კადრების პროფესიული ზრდა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. ამ მიზნის მიღწევას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს: გასული 5 წლის განმავლობაში პროგრამა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 480-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა რეალური სამსახურის შეთავაზება მიიღო.
რა სიახლეა მომდევნო აქსელერაციის პროგრამაში?
მეათე ნაკადი Making Science Georgia-სთვის პროგრამის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. 2026 წლისთვის აქსელერაცია სულ უფრო მეტად ერგება ბაზრის თანამედროვე რეალობას - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინტეგრაციას განვითარების პროცესში. ამ ნაკადის მონაწილეები შიდა პროექტებზე მუშაობენ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. პროგრამის ეს საეტაპო ციკლი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სრულად არის ადაპტირებული AI-ზე ფოკუსირებულ დეველოპმენტთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას: იყვნენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მზად არიან მრავალათასიან საერთაშორისო გუნდში ინტეგრაციისთვის.
მეათე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია:
თითოეულ მიმართულებას გამოცდილი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრასა და პროფესიულ ზრდაში.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებში და სურს, ეს ცოდნა პრაქტიკულ, ინდუსტრიულ გამოცდილებად აქციოს. Making Science Georgia-ს მთავარი ღირებულება სწორედ დასაქმების პერსპექტივაა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს ეძლევათ შანსი გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რაც გულისხმობს მუშაობას მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.
გარდა ტექნიკური უნარებისა, აქსელერაცია დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. Soft Skills-ის განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. სასწავლო პროცესის ნაწილია აგრეთვე მოქ ინტერვიუები - კანდიდატები გადიან ორ სიმულირებულ გასაუბრებას, რაც მათ რეალური სამსახურის მოძიებისთვის აუმჯობესებს მზაობას.
მეათე ნაკადზე მიღება 21 მარტიდან უკვე დაიწყო და აპლიკაციების მიღება 17 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შერჩევის რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, აუცილებელია განაცხადის შევსება კომპანიის ოფიციალურ პლატფორმაზე. ამას მოჰყვება ტექნიკური ტესტირება და გასაუბრება მენტორებთან, რათა განისაზღვროს კანდიდატის მზაობა და მოტივაცია.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: